მნიშვნელოვანი სიახლეები
ნორიმიცუ ოდაჩი: ვის ეკუთვნოდა გიგანტური მე-15 საუკუნის იაპონური ხმალი?

ნორიმიცუ ოდაჩი: ვის ეკუთვნოდა გიგანტური მე-15 საუკუნის იაპონური ხმალი?

ნორიმიცუ ოდაჩი არის გიგანტური იაპონური ხმალი. იმდენად დიდი, რომ მისი მფლობელი გიგანტად ითვლებოდა. რამდენადაც ცნობილია ის მე-15 საუკუნეში დამზადდა, მისი ზომებია 3.77 მეტრი სიგრძე და 14.5 კილოგრამი. ეს გასაოცარი ხმალი დღემდე აოცებს მნახველებს.

ოდაჩის ისტორია

იაპონელები ცნობილი არიან თავიანთ ხმლის დამზედების ტექნოლოგიით. მრავალი ტიპის ხმალი დამზადებულა იაპონელი მჭედლების მიერ, თუმცა დღეს უფრო კატანაა ცნობილი, რადგან მას სამურაის მეომრებს უკავშირებენ. ამის მიუხედავად იაპონიაში მრავალი ნაკლებ ცნობილი ტიპის ხმალი დამზადებულა, რომელთა შორისაა ოდაჩი.

ოდაჩი ნიშნავს „დიდი/დიდ ხმალს“, ხანდახან მას ნოდაჩის ეძახიან, რაც ნიშნავს „მინდვრის ხმალს“. ოდაჩი მოღუნილი ხმალია და ორივე მხრიდან გააჩნია პირი. ზოგი ოდაჩი 2 მეტრი სიგრძისაც ყოფილა.

ხმალი კარგ არჩევნად ითვლებოდა  ბრძოლის ველზე ნანბოკუ-ეჩოს პერიოდისას, რომელიც უმეტესწილად მე-14 საუკუნეს მოიცავს. ამ პერიოდისას დამზადებული ოდაჩები ჩანაწერების მიხედვით ერთი მეტრის სიგრძის იყვნენ. თუმცა ამ ხმლების პოპულარულობა მალევე დაგავიდა, რადგან არ იყვნენ პრაქტიკულები. მაგრამ ოდაჩი მაინც მზადდებოდა და გამოიყენებოდა 1615 წლამდე.

ოდაჩი ბრძოლის ველისას მრავალი გზით შეიძლება გამოყენებულიყო. ისინი ძრითადად ფეხმავალ მებრძოლებში გვხდებოდა. ეს ჩანს ლიტერატურულ ნაწარმოებებში, როგორიცაა ჰეიკე მონოგატარი (ჰეიკეს ისტორია) და თაიჰეიკი (დიდი მშვიდობის მატიანე). მეომრებს ხმალი ზურგზე ექნებოდათ გადაკიდული მისი დიდი ზომის გამო. თუმცა ამავე მიზეზის გამო მისი სწრაფად ამოღება ქარქაშიდან ძნელი იქნებოდა.

შესაძლოა ოდაჩის ხელითაც ატარებდნენ. მურომაჩის პერიოდისას მეომრებს დამხმარეები ჰყავდათ, ვინც ოდაჩის ტარებაში ეხმარებოდნენ. შესაძლოა იგი ცხენოსანსაც გამოეყენებინა.

სავარაუდოდ ოდაჩი თავისი სიდიდის გამო არ გამოიყენებოდა ხელიხელჩართულ ბრძოლაში. ის ძირითადად სამხედრო სამსახურისთვის იყო და შესაძლოა მას უფრო რიტუალისტური დანიშნულება ჰქონოდა, როგორც დროშას. მაგალითად ედოს პერიოდისას ოდაჩი ხშირად გამოიყენებოდა ცერემონიებისას. ამასთან ოდაჩები შინტოს ტაძრებს სწირავდნენ, როგორც ღმერთებისთვის შესაწირს. ის ასევე იყო მჭედლებისთვის საშუალება, რათა თავიანთი შესაძლებლობები ეჩვენებინათ, რადგან მისი დამზადება არ იყო მარტივი.

რისთვის დამზადდა ნორიმიცუ ოდაჩი - პრაქტიკული თუ ცერემონიალური დანიშნულებით?

ნორიმიცუ ოდაჩი თავისი ტიპის ხმლებს შორის ყველაზე გამორჩეულია. იმდენად, რომ ზოგის აზრით მას პრაქტიკული დანუშნულებით გამოიყენებდნენ და მისი მფლობელი გოლიათი იყო.

მსგავსი უჩვეულოდ დიდი ზომის ხმლის დამზადებას კარგი გაწაფული მჭედელი უნდა დასჭირვებოდა. შესაძლოა ნორიმიცუ ოდაჩი მხოლოდ მჭედლის ოსტატობის საჩვენებლად დამზადებულიყო. რაც არ უნდა ყოფილიყო, ხმლის შემკვეთი ძალიან მდიდარი  იქნებოდა, რადგან მიდი დამზადება ძვირი დაჯდებოდა.