მნიშვნელოვანი სიახლეები
ნორვეგია მსოფლიოში პირველ საზღვაო სანაოსნო გვირაბს ააგებს

ნორვეგია მსოფლიოში პირველ საზღვაო სანაოსნო გვირაბს ააგებს

ნორვეგიას სურვილი აქვს მსოფლიოში პირველი საზღვაო სანაოსნო გვირაბი ააგოს. გვირაბის სიგრძე, რომელიც სტადის ნახევარკუნძულის ქვეშ გაივლის 1,7 კილომეტრი იქნება, სიგანე კი 36 მეტრი.

გვირაბის მეშვეობით გემებს აღარ მოუწევთ სტადის ნახევარკუნძულისათვის შემოვლა. ნახევარკუნძულის ახლოს ზღვა ჯერ კიდევ ვიკინგების ეპოქიდან ნაოსნობისათვის სახიფათოდ ითვლებოდა.

„ხელისუფლება ნორვეგიის ყველაზე სახიფათო წყლებში მეზღვაურებს უფრო საიმედო და ნაკლებად საშიშ გზას შესთავაზებს“, - აცხადებს ნორვეგიის ტრანსპორტის მინისტრი კეტილ სოლვიკ-ოლსენი.

მცირე ზომის სამდინარო გემებისათვის გვირაბი უკვე არსებობს. მაგალითად საფრანგეთის სამხრეთში ლანგედოკის არხის ნაწილი გვირაბს წარმოადგენს.

სტადის ნახევარკინძულის ქვეშ გამავალი გვირაბი პირველი საზღვაო სანაოსნო გვირაბი იქნება. იგი 16 ათას ტონამდე წყალწყვის ხომალდებს თავისუფლად გაატარებს. წყლის ზედაპირსა და გვირაბის ჭერს შორის დაშორება 49 მეტრი იქნება.

 ეს სანაოსნო გზა პირველ რიგში სამგზავრო გემებს გაატარებს. 70 მეტრამდე სიგრძის გემებისათვის გვირაბის გავლა უფასო იქნება.

პროექტის ღირებულება 2,7 მილიარდ ნორვეგიულ კრონას (დაახლოებით 314 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს. გვირაბის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება. მისი მშენებლობისას 8 მილიონ ტონამდე მთის ქანების აფეთქება იქნება საჭირო.