მნიშვნელოვანი სიახლეები
ოკეანეში კუნძულები იკარგებიან

ოკეანეში კუნძულები იკარგებიან

ყველაფერშიგლობალური დათბობა აღმოჩნდა დამნაშავე. ავსტრალიელი მეცნიერების განცხადებით უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მიკრონეზიაში უკვე რვა კუნძული გაქრა: ისინი ოკეანის ტალღებმა დაფარა.

მსოფლიო ოკეანის დონე წელიწადში სულ ცოტა 3 მმ-ით მატულობს. ყველაზე სწრაფად ეს წყნარი ოკეანის დასავლეთ  ნაწილში ხდება. 90 წლებიდან მოყოლებული აქ  წყლის დონე წელიწადში 12 მმ-ით მატულობს. 2016 წელს ქვინსლენდელმა გეოგრაფებმა სოლომონის არქიპელაგში ხუთი კუნძულის გაქრობის შესახებ განაცხადეს. წელს კი პატრიკ ნანმა  (Patrick Nunn),სანშაინ-კოსტის უნივერსიტეტის პროფესორმა აღმოაჩინა, რომ კუნძულები მიკრონეზიაშიც ქრება. ისინი კი რომლებიც ჯერ კიდევ არ გამქრალან - პატარავდებიან.

ადგილობრივი მცხოვრებლების მონათხრობით კუნძულები კეპიდაუ, პელენგი და ნალაპენდოლი გაქრნენ. არადა ისინი არც თუ ისე პატარები იყვნენ: 1850 წელს ამ უკანასკნელზე ადგილობრივი კლანების დიდი ბრძოლაც კი გაიმართა        . თანამგზავრული ფოტოების ანალიზმა აჩვენა,რომ 2007-2014 წლებში კიდევ ექვსი კუნძული გაქრა. თვითოეულის ფართი დაახლოებით 100 კვადრატული  მეტრი იყო. ოკეანე ფარავს კუნძულის იმ ნაწილს, რომელიც მკვრივი მთის ქანებისგან შედგება, დანალექი ქანები კი ტალღებით ირეცხება. ამის შედეგად კუნძულის ადგილას ოკეანეში  მეჩეჩი  ჩნდება.

მაგრამ ოკეანეში მდებარე ყველა პატარა კუნძულს გაქრობის საფრთხე არ ემუქრება. სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ თავისი მეგალითებით ცნობილი კუნძული პონპეი მანგროს ტყეების გამო არ გაქრება. როგორც აღმოჩნდა მათი ფესვები კუნძულს გამორეცხვისგან და ტალღების შემოტევისგან იცავს. ზოგ პატარა კუნძულს კი მარჯნის რიფები იცავს, რომელბიც ტალღების ენერგიას შთანთქავენ და  დანალექ ქანებს აგროვებენ.

წყნარ ოკეანეში ჩაკარგული პატარა კუნძულები პირველი ობიექტებია, რომლებიც გლობალური დათბობის გამო წყლის ქვეშ აღმოჩნდნენ. დროთა განმავლობაში ამგვარი ობიექტების რიცხვი სულ უფრო მეტი იქნება.