მნიშვნელოვანი სიახლეები
ორ იარუსიანი საწოლი ჩანთაში ეტევა (+ვიდეო)

ორ იარუსიანი საწოლი ჩანთაში ეტევა (+ვიდეო)

მოვიდა გაზაფხული - ლაშქრობებისა და ექსკურსიების დრო. ამიტომაც მოთხოვნა სალაშქრო ინვენტარზე გაიზარდა.

 ნებისმიერ ტურისტულ მაღაზიაში შეიძლება შეიძინოთ სხვადასხვანაირი გასაშლელი სკამები, საწოლები და სხვა მსუბუქი ავეჯი, რომელიც ლაშქრობაში ძალიან გამოსადეგი და მოსახერხებელია. ასეთი ავეჯი მით უფრო კარგია, რაც უფრო კომპაქტულია, რათა ჩანთაში ანდა ავტომობილის საბარგულში ჩაეტიოს. 

ამ მხრივ ბადალი არა ჰყავს Disc-O-Bed-ს. რა თქმა უნდა იგი ზურგჩანთაში არ ეტევა: იგი უფრო კემპინგის ავეჯს მიეკუთვნება. მაგრამ ადვილად ეტევა საშუალო ზომის ჩანთაში და ორსართულიან სრულფასოვან საწოლად იშლება.

ეს საწოლი რამდენიმე წუთში ყოველგვარი ხელსაწყოს გარეშე იწყობა. მისი გადატანა ცალი ხელითაც შეიძლება - იგი ძალიან მსუბუქი და ამავე დროს მტკიცეა. ჯამური მასა, რომელსაც გასაშლელი საწოლი უძლებს 226 კილოგრამია. ეს კი იმას ნიშნავს რომ მასზე ორი 100 კილოიანი ადამიანი თავისუფლად მოთავსდება.