მნიშვნელოვანი სიახლეები
ორნამენტირებული თავის ქალის საიდუმლო

ორნამენტირებული თავის ქალის საიდუმლო

მრავალი ორგანიზაციის ექსპერტები დაინტრიგებულნი არიან 2011 წელს ვენის ანტიკვარიატის მაღაზიაშია აღმოჩენილი ორნამეტირებული თავის ქალით. ქალას ასაკი 300 წელს შეადგენს და მასზე ამოტვირფული ნიშნები რელიგიური მნიშვნელობისას ჰგავს. თუმცა, არავის შეუძლია ამოხსნას თუ რომელი რელიგიის საკუთრებაა არტეფაქტი. არც ისაა დადგენილი თუ ვის ეკუთვნოდა თავდაპირველად.

თავის ქალის პატრონი

მაღაზიის პატრონის თქმით თავის ქალა მას ერთმა კაცმა მიჰყიდა, რომელმაც იგი მემკვიდრეობით მიიღო. როგორც აღმოჩნდა ეს არტეფაქტი მედიცინის ერთმა დოქტორმა აზიის ქვეყნებში მოგზაურობის დროს ჩაიგდო ხელთ. ერთ-ერთი ვარაუდით, რელიკვია ბუდისტური ტიბეტური მონასტრიდანაა. საიდანაც დოქტორმა მრავალი რელიკვია წამოიღო და სავარაუდოდ თავის ქალაც მათ შორის იყო.

2011 წლის აგვისტოს თავის ქალის პატრონმა მისი სურათები გამოაქვეყნა აზიური ხელოვნების ფორუმ ვებსაიტზე. ის წერს:

„მე ეს თავის ქალა 2011 წელს ავსტრიაში, ვენის ანტიკვარიატის მაღაზიაში ვიყიდე. რამოდენიმე ექსპერტსა და ორგანიზატორს მივუტანე, მათ შორის ტიბეტის ინსტიტუტსაც და ბუდისტიკის შემსწავლელ ექსპერტებს ვენაში. მასზე შეინიშნება რამოდენიმე ტიბეტური ნიშანი, მაგრამ მსგავსი თავის ქალა უცხოა და პირველი ტიბეტური ხელოვნებისთვის. ერთ-ერთი ვარაუდით შესაძლოა თავის ქალას გამოიყენებდნენ  ოჯახზე დადებული წყევლის მოსაშორებლად.“

თავის ქალაზე გამოსახული ასოები და სიმბოლოები

თავის ქალის ყბაზე გამოსახული ნიშნები შესაძლოა დევანაგარის ასო-ნიშნები იყოს და იკითხება, როგორც „ომ, მა, სა, მა, ტა, სა, ომ, და, მა, ტა.“ დანარჩენი სიმბოლოები შესაძლოა მივამსგავსოთ მე-7 საუკუნის ინდურ რანჯას დამწერლობას. თავის ქალის წარმომავლობის გარეკვევის გარეშე შეუძლებელი იქნება ამ ასო-ნიშნების მნიშვნელობის დადგენა.

თავის ქალის ზემო ნაწილის გამოსახულებებიდან ერთ-ერთი შესაძლოა ზოგი ბუდისტური ტრადიციაში არსებული დამცველი ღვთაება კიტიპატის ნიშანი იყოს. ეს ღვთაება შესაძლოა მამაკაციც იყოს და ქალიც, თავის ქალის გამოსახულების მიხედვით ძნელია დადგენა. ითვლება, რომ კიტიპატი არის მიწისქვეშა სამეფოს მბრძანებელი და მოცეკვავედ გამოსახავენ, რომელიც სიკვდილის უსასრულო გიჟურ ცეკვას ასრულებს.

მეორე საინტერესო ფიგურა, არის სავარაუდო გარუდას გამოსახულება, რომელიც ჰინდუიზმსა და ბუდიზმში გვხდება. გარუდა ნახევრად ფრინველი და ნახევრად კაცის ფორმისაა. ის დემონ ნაგას მტერია. სხვა გაურკვეველი ხაზები შესაძლოა უბრალოდაც გველების გამოსახულება იყოს, გველი-დემონების, რომელსაც ჩიტის მაგვარი ღვთაება ებრძვის.

რელიკვიის მეორე მხარეს არის ვაჯრაპანის გამოსახულება, უძველესი დამცველი, რომელიც გაუტამა ბუდასთან გვხდება. ეს ღვთაება, სამეული ღვთაების ნაწილია, რომლის დანარჩენი წევრები არ გვხდებიან. პირველია აცალოკიტესვარა, რომელიც ბუდას უსასრულო თანაგრძნობას გამოსახავს, მეორეა მანჯუსრი, რომელიც ბიდას უსასრულო სიბრძნეს წარმოაჩენს, და მესამეა ვაჯრაპანი, რომელიც ბუდას უსასრულო სიძლიერეს წარმოაჩენს. აქ ასევე გვხდება გაურკვეველი ქალის გამოსახულება, რომლის ვინაობა დაუდგენელია.

ორნამენტირებული თავის ქალა იშვიათი არტეფაქტია

როგორც ხედავთ თავის ქალაზე ძალიან ცოტა ინტორმაცია მოიპოვება. სამწუხაროდ აკადემიის ექსპერტებს ჯერ საშუალება არ აქვთ სრულად შეისწავლონ არტეფაქტი მისი მფლობელის გამო. ასეთი უნიკალური ორნამენტირებული თავის ქალა იშვიათია და ორნამენტების რელიგიური დანიშნულება მას ნამდვილ საგანძურად ხდის.