მნიშვნელოვანი სიახლეები
„ოსკარზე“ არეულობის შემქმნელებს მცველები მიუჩინეს

„ოსკარზე“ არეულობის შემქმნელებს მცველები მიუჩინეს

მას შემდეგ რაც სოციალურ ქსელებში პრემია „ოსკარის“ გადაცემის ცერემონიაზე კონვერტების არევაში დამნაშავეების მისამართით მუქარები გაისმა, მათ მცველები მიუჩინეს.

აუდიტორული კომპანია PricewaterhouseCoopers (PwC) იუწყება, რომ ცერემონიალზე კონფუზის შემდეგ ბრაიან კულინანის და მარტა როუზის სახლებთან უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. როგორც იუწყებიან, მათ თავიანთი სიცოცხლის ხელყოფის ეშინიათ. PwC-ს წარმომადგენლის განცხადებით, კულინანს და როუზს დაცვა მას შემდეგ დაუნიშნეს, რაც მათი მისამართები და ახლობლების ფოტოები პრესაში გამოქვეყნდა. ერთი დღით ადრე კინოაკადემიამ განაცხადა, რომ მათთან თანამშრომლობას აღარასოდეს აღარ აპირებს. თავად PwC-სთან თანამშრომლობაც საკითხავია.

 „ოსკარის“ პრემიის გადაცემისას, მის ისტორიაში ყველაზე დიდი კონფუზი მოხდა: ყველაზე საუკეთესო ფილმად „მთვარის სინათლის“ ნაცვლად „ლა-ლა-ლენდი“ გამოაცხადეს.

 როგორც შემდეგ გაირკვა შეცდომის მიზეზი ცერემონიის წამყვანებისათვის კულინანის და როუზის მიერ გადასაცემი კონვერტების არევა გახდა. თვითეულ მათგანს ბარათებიანი კონვერტების მთელი შეკვრა ჰქონდა, რომელზეც გამარჯვებულთა სახელები ეწერა - ეს იმ შემთხვევისათვის თუკი ერთ-ერთ კონვერტს რაიმე შეემთხვეოდა.

 მას შემდეგ რაც ემა სტოუნს „ოსკარი“ ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი ქალი“ გადაეცა, მეორე სათადარიგო კონვერტი შეცდომით უორენ ბიტის გადაეცა, რომელსაც უკვე გამარჯვებული ფილმი უნდა გამოეცხადებინა.

 „მე მინდა გითხრათ რაც მოხდა. მე გავხსენი კონვერტი და ბარათზე ეწერა „ემა სტოუნი. „ლა-ლა-ლენდი“, - განაცხადა მსახიობმა.

„ლა-ლა-ლენდის“ შემქმნელები უკვე სამადლობელი სიტყვებით გამოდიოდნენ, როცა PricewaterhouseCoopers-ის თანამშრომლები და ცერემონიის ორგანიზატორები სცენაზე ავიდნენ და ფილმის გადამღებ ჯგუფს, მსახიობებს და მათთან ერთად მთელ მსოფლიოს  განუცხადეს, რომ საშინელი შეცდომა მოხდა.