მნიშვნელოვანი სიახლეები
პარიზელმა პოლიციელებმა გარდაცვლილად მიჩნეული ქალი გადაარჩინეს

პარიზელმა პოლიციელებმა გარდაცვლილად მიჩნეული ქალი გადაარჩინეს

საფრანგეთის დედაქალაქში პოლიციელებმა გარდაცვლილად მიჩნეული ქალის რეანიმაცია მოახერხეს.

49 წლის ქალი, რომლის სახელიც არ აფიშირდება, დიდი ხანი იტანჯებოდა ანორექსიით. მისმა 18 წლის ქალიშვილმა იგი იატაკზე უგონოდ იპოვა. სავარაუდოთ მას ინფარქტი დაემართა.

გამოძახებით მოსულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი გონზე მოყვანა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ მისი გარდაცვალება დააფიქსირეს.

ერთი საათის შემდეგ შემთხვევის ადგილზე შესაბამისი აქტის შესადგენად მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა  „გარდაცვლილის“ მუცლის სუსტი მოძრაობა შეამჩნიეს.

ერთმა მათგანმა „გარდაცვლილის“ ყელზე პულსის სუსტი ფეთქვა დააფიქსირა. პოლიციელებმა სასწრაფოდ სახანძროში გადარეკეს და ტელეფონით ხელოვნური სუნთქვისა და გულის პირდაპირი მასაჟის ინსტრუქცია მიიღეს.

30 წუთიანი მცდელობის შემდეგ ქალი,  რომელიც ოფიციალურად გარდაცვლილად იყო მიჩნეული, გონზე მოვიდა.