მნიშვნელოვანი სიახლეები
პლასტიკის გზები პლანეტას ნაგვისგან გადაარჩენს (+ვიდეო)

პლასტიკის გზები პლანეტას ნაგვისგან გადაარჩენს (+ვიდეო)

შოტლანდიურმა კომპანია MacRebur-მა  ჩრდილო დასავლეთ ინგლისში, კამბრიას საგრაფოში გადამუშავებული პლასტიკის შემცველი ასფალტიდან გზა დააგო.

 ხარისხიანად დაგებულასფალტის გზასაც კიხარისხიანად დაგებულ ასფალტის გზასაც კი ცვეთისა და კლიმატის ზემოქმედების გამო მუდმივად ტექნიკური მომსახურეობა ესაჭიროება. ინჟინერ ტობი მაკკარტნიმ გადამუშავებული პლასტიკის მეშვეობით გზების დაგების ტექნოლოგია შეიმუშავა. საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ჩვენს პლანეტაზე პლასტიკური ნარჩენების უდიდესი რაოდენობა დაგროვდა. მათი ნაწილი ზღვებსა და ოკეანეებში ხვდება.

 შოტლანდიელს ეს იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა დაინახა თუ ინდოეთის მოსახლეობა როგორ ავსებდა გზებზე არსებულ თხრილებს პლასტიკით და შემდეგ ცეცხლს უკიდებდა. ამის შემდეგ მაკკარტნიმ და მისმა ორმა მეგობარმა კომპანია MacRebur-ი დააარსეს. ისინი ერთდროულად ორი პრობლემის გადაწვეტით დაკავდნენ: საავტომობილო გზების ხარისხის გაუმჯობესებით და პლასტიკური ნარჩენების უტილიზაციით.

 შორლანდიელები გადამუშავებული პლასტიკის 100%-ს გრანულებად აქცევენ, რომლებსაც MR6-ი ეწოდებათ. გრანულები ასფალტის შემადგენლობაში ბიტუმს ცვლიან, რომელიც ასფალტის შემადგენლობის 10%-ს შეადგენს და მისი დანიშნულება ასფალტის ნაზავის შეკავშირებაა. MacRebur -ის მტკიცებით მისი ტექნოლოგია გზების სიმტკიცეს 60%-ით , ხოლო სამსახურის ვადას 10-ჯერ ზრდის. ნაზავის ზუსტი რეცეპტი  საიდუმლოთ ინახება.

კომპანიამ გადამუშავებული პლასტიკის პირველი გზა უკვე დააგო  და იგი გარეგნულად სხვა ასფალტირებული გზებისგან არ განსხვავდება.