მნიშვნელოვანი სიახლეები
პოლინეზიური კანოეთი დედამიწის გარშემო მოგზაურობას სამი წელი დასჭირდა

პოლინეზიური კანოეთი დედამიწის გარშემო მოგზაურობას სამი წელი დასჭირდა

ტრადიციული პოლინეზიური კანოე „ჰოკულეა“ ჰავაის კუნძულებზე ჰონოლულუში დაბრუნდა. ამით მან  ისტორიაში პირველად მსგავსი ნავით დედამიწის ირგვლივ მოგზაურობა დაასრულა. თავად ნავი ჯერ კიდევ 70-იან წლებში ააგეს და მაშინ მან ჰავაიდან ტაიტიმდე იცურა.

მოგზაურობა სამი წელი გაგრძელდა და კატამარანის ეკიპაჟი თანამედროვე ნავიგაციის ინსტრუმენტებს არ იყენებდა, ისინი ორიენტირებას ვარსკვლავების მიხედვით ახდენდნენ. ექსპედიციის წევრები ცდილობდნენ იგივე ხელსაწყოები გამოეყენებინათ, რომლებსაც ასობით წლის წინათ ჰავაიზე პირველი გადასახლებულები იყენებდნენ.

 ჰავაიში, ჰონოლულუს ლაგუნა მეჯიკ აილენდზე საზეიმოდ შეხვდნენ.

 „ჰოკულეა“ სამეცნიერო ექსპერიმენტებისათვის 1978 წელს ააგეს.  მაშინ მან ტაიტიდან  ჰავაიმდე გაცურა და ამით დაადასტურა ანთროპოლოგიური თეორია არქიპელაგის დასახლების შესახებ.

 დედამიწის ირგვლივ მოგზაურობის დროს კანოემ 40 ათასი საზღვაო მილი გაიარა (74 ათასი კილომეტრი). მოგზაურობის მიზანი ძირძველი მოსახლეობის მხარდაჭერა და მათი პრობლემებისათვის ყურადღების მიქცევა გახდა.