მნიშვნელოვანი სიახლეები
პორტუგალიაში ნიანგების უძველესი კვერცხები აღმოაჩინეს

პორტუგალიაში ნიანგების უძველესი კვერცხები აღმოაჩინეს

ნიანგის მეცნიერებისათვის დღემდე ცნობილი უძველესი კვერცხები დასავლეთ პორტუგალიის კლდეებში აღმოაჩინეს.

ისინი კარგად არიან შემონახულები, რაც მეცნიერებს  152 მილიონი წლის წინათ მცხოვრებ ნიანგებზე უამრავ ინფორმაციას აძლევს.

ნიანგები დედამიწაზე 200 მილიონი წლის წინათ გაჩნდნენ და ისინი ადრეული დინოზავრების მეზობლები იყვნენ.

 კვერცხები „ნამდვილი“ ნიანგების უახლოეს ნათესავს - კროკოდილომორფების რაზმის წარმომადგენელს ეკუთვნის.

 პალეონტოლოგები ხშირად პოულობენ კროკოდილომორფების, მათ შორის სარკოზუხის ძვლებს. ისინი აფრიკის მდინარეებში ბინადრობდნენ და თევზითა და დინოზავრებით საზრდოობდნენ. მათი კვერცხები კი გაცილებით იშვიათად ხვდება მეცნიერებს, თანაც მეტი წილი გატეხილ მდგომარეობაში.

მეცნიერებმა ორი სახეობის წარმომადგენლების კვერცხები აღმოაჩინეს. ისინი თანამედროვე ნიანგების კვერცხებს ძლიერ ჰგვანან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნიანგები 150 მილიონი წლის განმავლობაში ძლიერ არ შეცვლილან.