მნიშვნელოვანი სიახლეები
პორტუგალიელი სალვადორ სობრალი „ევროვიზია 2017“-ის გამარჯვებული გახდა

პორტუგალიელი სალვადორ სობრალი „ევროვიზია 2017“-ის გამარჯვებული გახდა

პორტუგალიელმა მომღერალმა სალვადორ სობრალმა კიევში მუსიკალური კონკურსის „ევროვიზია 2017“-ის ფინალურ რაუნდში გაიმარჯვა. ეს ამ კონკურსში პორტუგალიის პირველი გამარჯვებაა.

ჟიური და მაყურებელთა კენჭისყრის შედეგებით პორტუგალიელმა 758 ხმა მოაგროვა.

ფინალში ერთმანეთს 26 ქვეყნის წარმომადგენელი ეჯიბრებოდა. რუსეთი ამ კონკურსში არ მონაწილეობდა, ვინაიდან უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის წარმომადგენელი იულია სამოილოვა ქვეყანაში არ შეუშვეს. მიზეზი სამოილოვას მიერ უკრაინის ხელისუფლების ნებართვის გარეშე ანექსირებული ყირიმის მონახულება გახდა. ამის გამო რუსეთმა კონკურსს ბოიკოტი გამოუცხადა. არც ერთი ფედერალური რუსული ტელეარხი კონკურსის ტრანსლირებას არ ახდენდა.

 წინა კონკურსებიდან განსხვავებით ჯერ ჟიურის კენჭისყრის შედეგები გამოაცხადეს და უკვე შემდეგ მაყურებელთა კენჭისყრის შედეგები. ჟიურის და მაყურებელთა ხმების თანაფარდობა კენჭისყრაში თანაბრად იყო განაწილებული.