მნიშვნელოვანი სიახლეები
პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კაპიტან ჯეკ ბეღურას ისტორიული პროტოტიპი აღმოაჩინეს

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კაპიტან ჯეკ ბეღურას ისტორიული პროტოტიპი აღმოაჩინეს

თურქი ჟურნალისტების მტკიცებით კინოსაგა „კარიბის ზღვის მეკობრის“ გმირის კაპიტან ჯეკ ბეღურას ისტორიული პროტოტიპი აღმოაჩინეს. როგორც ამტკიცებენ ჯონი დეპის გმირის პროტოტიპი ინგლისელი მეკობრე ჯეკ უორდია. როგორც ირკვევა მასაც ჰქონდა მეტსახელი ბეღურა.

 უორდის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მოიპოვოთ მისი კოლეგა მეზღვაურის მიერ დაწერილ მემურებში. ამ მემუარების მიხედვით ჯეკ უორდი 1553 წელს კენტის საგრაფოს ქალაქ ფავერშამში დაბადებულა. უორდმა ზღვაზე ყაჩაღობა დაიწყო როგორც კაპერმა, ანუ მეკობრემ, რომელიც ინგლისის სამეფოს ინტერესებს ემსახურებოდა. მაგრამ მალე დეზერტირი გახდა და მეკობრეობა მხოლოდ პირადი ინტერსისათვის გააგრძელა.

ამ დროისათვის მას უკვე ჯეკ ბერდის (ჯეკ ჩიტუნა) ეძახდნენ. იგი თავის კოლეგა-მეკობრეებში ამ სახელით გახდა ცნობილი. მის შესახებ ბალადებსა და სიმღერებს თხზავდნენ. იგი ხმელთაშუა ზღვაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეკობრე იყო. მისი ბაზა ტუნისში მდებარეობდა.

 ერთხელაც მას საზღვაო ყაჩაღის ცხოვრება მოსწყინდა და ინგლისის მეფე იაკობ I-ს პატიება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. მაშინ იგი ტუნისში დაბრუნდა, ისლამი მიიღო და თურქეთის სულთნის სამსახურში შევიდა.

უორდს მიეძღვნა 1612 წლს ინგლისელი დრამატურგის რობერტ დაბორნის პიესა „გათურქებული ქრისტიანი“. კაპიტანი იმდენად იყო გატაცებული პატარა ფრინველებით, რომ მას ზედმეტსახელადAsfur-ი შეარქვეს, რაც არაბულად სწორედ „ბეღურას“ ნიშნავს.

 „ჯეკ ბეღურას“ თავი საგზაო ჩანაწერებში ახსენებს შოტლანდიელი მოგზაური უილიამ ლიტჰოუ. ლიტჰოუს უორდი ტუნისში შეხვდა. მოგზაურის აღწერით ერთ დროს გამოუსწორებელი ლოთი, მაჰმადიანად მონათვლის შემდეგ აღარ სვამდა და თურქულ ჩალმას ატარებდა.

 რაც შეეხება „კარიბის ზღვის მეკობრის“ პერსონაჟ ჯეკ ბეღურას, ფილმის ავტორების განცხადებით მას პროტოტიპი არ ჰყოლია. უფრო მეტიც, ჯეკ ბეღურა მეორეხარისხოვან გმირად იყო ჩაფიქრებული. თავად ჯონი დეპი კი თავისი როლისათვის საჭირო თავისებურებებსა და განსაკუთრებულ თვისებებს ანსამბლ The Rolling Stones-ის გიტარისტ კიტ რიჩარდსისგან „იხატავდა“.