მნიშვნელოვანი სიახლეები
პრინცმა უილიამმა ტაბლოიდებისგან ცოლის ტოპლეს ფოტოების გამოქვეყნებისათვის 1,6 მილიონი დოლარის კომპენსაცია მოითხოვა

პრინცმა უილიამმა ტაბლოიდებისგან ცოლის ტოპლეს ფოტოების გამოქვეყნებისათვის 1,6 მილიონი დოლარის კომპენსაცია მოითხოვა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ორი ფრანგული ტაბლოიდისგან ერთნახევარი მილიონი ევრო კომპენსაცია მოითხოვა. ტაბლოიდებმა პრინც უილიამის ცოლის, ქეითის ტოპლეს ფოტოები გამოაქვეყნეს.

 ამ საქმეზე საფრანგეთში პირად ცხოვრებაზე უფლების დარღვევის გამო სასამართლო გარჩევა მიმდინარეობს.

 ფრანგულმა ტაბლოიდმა Closer-მადა გაზეთმა а La Provence-მა 2012 წლის სექტემბერში გამოაქვეყნეს ფოტოები, რომლებზეც  კემბრიჯის ჰერცოგინია საცურაო აუზთან შიშველი მკერდით არის გამოსახული. ფოტოები კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ საფრანგეთში, პრინც უილიამის ბიძასთან ციხე-დარბაზში სტუმრობისას გადაიღეს.

პუბლიკაციამ ბრიტანეთში მასობრივი აღშფოთება გამოიწვია. ბრიტანულმა პრესამ ფოტოების გამოქვეყნებაზე პრინციპულად განაცხადა უარი.

 სამეფო ოჯახიც აღშფოთებულები იყვნენ და ამიტომ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

 პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის ბრალდებით ფრანგული სასამართლოს წინაშე ექვსი ადამიანი წარსდგა, რომლებიც ფოტოების გამოქვეყნებასთან არიან დაკავშირებულები. მათ შორისაა Closer-ის რედაქტორი, La Provence-ს გამომცემელი და ფოტოგრაფები.