მნიშვნელოვანი სიახლეები
პუტინის დამნაშავეთა სიაში შემტანი პოლიციელი გაამართლეს

პუტინის დამნაშავეთა სიაში შემტანი პოლიციელი გაამართლეს

სამი ფინელი პოლიციელიდან, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ეჭვმიტანილი დამნაშავების ბაზაში შეტანის გამო სამსახურეობრივი გულგრილობა ედებოდათ ბრალად, უკანასკნელიც გაამართლეს.

2013 წელს ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა იმის გამო, რომ პუტინი, როგორც  რუსეთში დამნაშავეობითი საქმიანობაში ეჭვმიტანილი, შეცდომით პოლიციის მონაცემთა ბაზაში შეიტანეს.

მანამდე პოლიციის ორ თანამშრომელს უფრო დაბალი ინსტანციის სასამართლომ ბრალეულობა მოუხსნა, ახლა კი სააპელაციო სასამართლომ მესამე პოლიციელიც გაამართლა.

გამამართლებელი ვერდიქტის გამოტანისას სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციელის მიმართ სისხლის სამართლის დევნა არ შეიძლება განხორციელდეს. მიუხედავად იმისა, რომ იგი უშუალოდ აგებდა პასუხს მონაცემთა ბაზაზე, მისი სამსახურეობრივი მოვალეობები სრულად არ იყო გაწერილი.

კრემლს ამ ცნობაზე არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია.