მნიშვნელოვანი სიახლეები
ქალი-მონარქები კაცებზე უფრო ხშირად ომობდნენ

ქალი-მონარქები კაცებზე უფრო ხშირად ომობდნენ

ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა 1480-1913 წლებში ევროპის მონარქების მართვის ისტორიები შეისწავლა. როგორც აღმოჩნდა სახელმწიფოს მესაჭე ქალები უფრო მეომრული ბუნებისანი აღმოჩნდნენ, ვიდრე ჯენტლმენები.

 მაგალითად დედოფალ იზაბელა კასტილიელის დროს, რომელიც ესპანეთს 1474 წლიდან მართავდა, ქვეყანამ არნახულ  წარმატებებს მიაღწია. შთამომავლები დედოფალს „მონარქების მადონას“ უწოდებდნენ. როცა ქვეყნის მმართველის რანგში მისი ბედი წყდებოდა, სეგოვიას მთავარ მოედანზე ხალხის ორ ნაწილად იყო გაყოფილი: ერთნი იზაბელას გამეფებას მოითხოვდნენ, მეორენი კი მის მეუღლესა და გარე ბიძაშვილს ფერდინანდს უჭერდნენ მხარს. იზაბელამ ყველასგან მოულოდნელად კორტესები (წოდებათა საბჭო) მოიწვია, რომელმაც ახალ დედოფალს ერთგულება შეჰფიცა.

 ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ I-მა 1588 წელს ესპანეთის უძლეველი არმადა გაანადგურა და ინგლისური სახელმწიფო განამტკიცა. რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე II-მ იმპერიის ტერიტორია გააფართოვა და თავისი მმართველობისას საზოგადოებრივი ინსტიტუტების მოდერნიზაცია მოახდინა.

 მკვლევართა აზრით ქალი-მმართველების საგარეო პოლიტიკაში წარმატების საიდუმლო მათი მართვის სტილში იმალება. ყველაზე უფრო მეომარ დედოფლებს სახელმწიფოს მართვისას მეუღლეები ეხმარებოდნენ. ასე მოხდა იზაბელა კასტილიელის დროსაც.

თავის მეუღლეს, ფერდინანდს იგი საკმაოდ ცივად და ცერემონიალურად ექცეოდა, როგორც ამას ესპანური სამეფო კარის ეტიკეტი მოითხოვდა, მაგრამ სინამდვილეში ისინი ძალიან იყვნენ ერთმანეთზე დამოკიდებულები და თანასწორობას ინარჩუნებდნენ. მათ საერთო ღერბზე დევიზიც შესაბამისი ჰქონდათ: Tanto Monta, Monta Tanto, Isabel como Fernando – „ორივ ერთნაირად მნიშვნელოვანია. იზაბელა და ფერდინანდი“.

 სანამ კაცები საშინაო საქმეებით იყვნენ დაკავებულები, ქალები საგარეო პოლიტიკას და სამხედრო კამპანიებით ერთობოდნენ. მაგრამ როგორც მკვლევარებმა აღმოაჩინეს აგრესიულ საგარეო პოლიტიკას მხოლოდ გათხოვილი დედოფლები კი არა არამედ მარტოხელა ქალი-მმართველებიც და მეფეთა ქვრივებიც მიმართავდნენ.

 ასე მაგალითად დედოფალ ვიქტორიას მმართველობისას (1837-1901 წლები) ბრიტანული არმია მთელს მსოფლიოში მრავალ ომში მონაწილეობდა. იმავდროულად ვიქტორიანული ეპოქა დიდი ბრიტანეთის იმპერიის სამრეწველო, კულტურული, პოლიტიკური, სამეცნიერო და სამხედრო განვითარების პერიოდი გახდა.