მნიშვნელოვანი სიახლეები
რა სიჩქარით კბენს გველი? (+ვიდეო)

რა სიჩქარით კბენს გველი? (+ვიდეო)

რა თქმა უნდა გველისკბენის სისწრაფე დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ეს მონაცემები ლაბორატორიულ პირობებშია მიღებული. ანუ ჩვენ მხოლოდ ის ვიცოდით თუ როგორ იცავდა გველი თავს.  ახლა კი თანამედროვე ვიდეომოწყობილობების მეშვეობით შეგვიძლია მტაცებლის სისწრაფე რეალურ პირობებში განვსაზღვროთ.

 ასე მაგალითად მკვლევარი ტიმოტი ჰიგემი და მისი კოლეგები ამტკიცებენ, რომ მაგალითისათვის ჩხრიალა გველი უფრო სწრაფია ნადირობისას, ვიდრე ისე თავდასხმის დროს. ამის დასადგენად მათ გველები ღამით რეალურ პირობებში გადაიღეს. ამაში მათ კამერა დაეხმარათ, რომელიც წამში 500 კადრზე მეტს იღებდა. თუმცა მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ გველის მსხვერპლიც შეიძლება არანაკლებ სწრაფი იყოს. მაგალითად ჩანთოსანმა ვირთხამ შეუძლებელი შეძლო. ნახეთ ვიდეო და შეაფასეთ მისი ნახტომი.

 ინფორმაციის შესაკრებად ზოგიერთ ჩხრიალა გველს გადამცემი დაუყენეს და ბუნებაში გაუშვეს. როგორც კი ჩასაფრებული  გველი შესაფერის პოზიციას მიიღებდა მეცნიერები მაშინათვე მის გარშემო კამერების დაყენებას იწყებდნენ. შემდეგ კი გველიც და მეცნიერებიც ელოდნენ სანამ ვინმე არ გაირბენდა. ამ შემთხვევაში  ყურადღების ცენტრში ჩანთოსანი ვირთხა აღმოჩნდა. კამერებმა მტაცებლის გასაოცარი სისწრაფე და ვირთხის არანაკლები იღბალი დააფიქსირეს.