მნიშვნელოვანი სიახლეები
რატომ არ იყო ადამიანი საკვები?

რატომ არ იყო ადამიანი საკვები?

ბრიტანელმა მეცნიერებმა გაარკვიეს თუ რატომ არ ნადირობდნენ უძველესი ადამიანები თავიანთ თანამოძმეებზე და რატომ ატარებდა კანიბალიზმი ძირითადათ რიტუალურ ხასიათს.

ადამიანი საფუძვლიანად ითვლება ცხოველთა სამყაროში ყველაზე საშიშ ნანადირევად. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ხორცი საკმაოდ კალორიულია, მას ნოყიერს ვერ უწოდებ.  ახალი კვლევა ადამიანის სხეულის კალორიულობას განსაზღვრავს ადასტურებს, თუმცა ადამიანის მიერ თავისი თანამოძმის საკვებად გამოყენება, ძირითადათ რიტუალურ ხასიათს წარმოადგენს.

იმისათვის, რომ ადამიანის სხეულის კალორიულობა დაედგინათ მკვლევარებმა სხვა სამეცნიერო ნაშრომი   გამოიყენეს. 1945-1956 წლებში ოთხი მოზრდილი ადამიანის სხეულების ქიმიური შემადგენლობა აღწერეს. მათ თავიანთი სხეული მეცნიერებას კვლევისათვის უანდერძეს. როგორც გაირკვა მოზრდილი მამაკაცი საშუალოდ 125 822 კალორიისგან შედგება. ეს რაოდენობა სავსებით საკმარისია 60 ადამიანის 1 დღის განმავლობაში დასანაყრებლად.

 როგორც არ უნდა იყოს, უძველესი ადამიანების რაციონის შემადგენელ სხვა ცხოველებთან შედარებით, საკუთარი თანამოძმეების ჭამა არახელსაყრელი და სახიფათოც იყო. მამონტი საშუალოდ 3 600 000 კალორიას შეიცავდა, ბეწვიანი მარტორქა - 1 260 000-ს, ხოლო დომბა - 979 200-ს. მით უფრო, რომ მათი მონადირება გაცილებით ადვილი იყო - ამასთან ტყავი და რქები მეურნეობაში გამოიყენებოდა.

 ევროპის ზოგიერთ (936 000 — 147 000 წლის ასაკის) პალეონტოლოგიურ ძეგლებში მეცნიერები კანიბალიზმის მტკიცებულებებს მართლაც პოულობენ. მაგრამ წინარეისტორიული კანიბალიზმი მკვლევართა მტკიცებით მაინც რიტუალურ ხასიათს ატარებდა.