მნიშვნელოვანი სიახლეები
რატომ არის ბავშვებისათვის უფროსების გარეშე გზაზე გადასვლა სახიფათო

რატომ არის ბავშვებისათვის უფროსების გარეშე გზაზე გადასვლა სახიფათო

14 წლამდე ასაკის ბავშვებს ჯერ კიდევ კარგად არა აქვთ განვითარებული ვიზუალიზაცია და მოტორიკა, ამიტომაც ისინი უფრო დიდი ალბათობით ქმნიან საავარიო ვითარებას.

უფროსებს ჰგონიათ, რომ გზაზე გადასვლა ადვილია. უბრალოდ სწორად უნდა გათვალო ტრაფიკი და  დრო, რათა მოასწრო მეორე მხარემდე გადარბენა. მაგრამ ბავშვებისათვის ეს ძნელი ამოცანაა. ასე თვლის აიოვას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ჯოდი პლამეტრი. მისი აზრით პატარებს საჭირო მომენტის შერჩევა უჭირთ.

„ზოგს ეგონა, რომ ბავშვებს გზაზე გადასვლისას უფროსების მსგავსად შეუძლიათ მოქცევა. როგორც ჩვენმა ტესტებმა აჩვენა, ეს მთლად ასე არაა“, - ამბობს პროფესორი.

პროფესორმა პლამერტმა კვლევისათვის 6, 8, 10, 12 და 14 წლის ბავშვები, ასევე უფროსების ჯგუფი მოიწვია. ტესტირებისას პროფესორმა და მისმა კოლეგებმა ლაბორატორიაში ვირტუალური გზა შექმნეს,, რომელზეც ინტენსიური მოძრაობა და არარეგულირებადი გადასასვლელი იყო. დროის შუალედი, როცა სატრანსპორტო საშუალება ჩნდებოდა 2-დან 5 წამამდე იყო. ყოველი მონაწილე ვირტუალურ გზას 20-ჯერ კვეთდა.

 ტესტირებამ აჩვენა, რომ ყველაზე უფრო ხშირად ბორბლებ ქვეშ ექვსი წლის ბავშვები ვარდებოდნენ - შემთხვევების 8%. 8 წლის ბავშვებში ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენდა. 10 წლიანებში - 5%-ს. 12 წლისნებში - 2%-ს. 14 წლის მოზარდებს და უფროსებს 3D-გზაზე ავარიული ვითარება არ შეუქმნიათ.

 პატარების მოქმედებების გაანალიზებისას მეცნიერებმა ავარიის ორი ძირითადი მიზეზი გამოავლინეს. ბავშვებში ცუდათ არის განვითარებული ვიზუალიზაცია და ამიტომაც ისინი მოძრავ ავტომობილებს შორის ცარიელ არეებს არასწორად აფასებენ. რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მით უფრო ცუდათ „ხედავს“ იგი  გზაზე გადასვლის დროს. მეორე მიზეზი კი ეს მოტორიკაა: ის ბავშვები, რომლებმაც გადასვლის დრო სწორად გათვალეს, ვერ ასწრებდნენ გზაზე გადასვლას.

 პროფესორი ჯოდი პლამერტი მოუწოდებს მშობლებს უფრო ყურადღებით მოეკიდნონ გზაზე უსაფრთხოების საკითხებს და გზაზე გადასვლისას ისეთი შუალედი შეარჩიონ, რომელიც მათი შვილებისათვის უფრო „მისაღები“ იქნება.