მნიშვნელოვანი სიახლეები
რატომ ვზომავთ სიმძლავრეს ცხენისძალებში

რატომ ვზომავთ სიმძლავრეს ცხენისძალებში

თვითგორია ფორმებმა დიდი ხანია შეცვალეს ცხენები, მაგრამ ჩვენ მათი ძრავების სიმძლავრეს მაინც ძველებურად ცხენისძალებით ვზომავთ. რატომ? ნუთუ არ შეიძლება ამ ანაქრონიზმთან გამკლავება?

ცხენის ძალა მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ირონიული საზომი ერთეულია. მისმა მექანიკურ ფორმაში არსებობამ გამორიცხა „ბიოლოგიური“ ცხენის ძალის არსებობა. ამის მიუხედავად ავტომობილების სიმძლავრეს ძველებურად „ცხენებში“ ვზომავთ. წარმოგიდგენიაღ ნათურის სიკაშკაშეს ძველებურად სანთლებში რომ ვზომავდეთ! მაშ საიდან გაჩნდა ეს ტერმინი?

როგორც აღმოჩნდა იგი ჯეიმს ვატს - ცნობილ შოტლანდიელ ინჟინერსა და გამომგონებელს მოუფიქრებია. 1763 წელს  მას ნიუკომენის ორთქლისმანქანის მოქმედი მაკეტის შეკეთება სთხოვეს. მაკეტს ორ ინჩიანი ცილინდრი და დგუშის ექვს ინჩიანი მუშა სვლა გააჩნდა. ექსპერიმენტების სერიის შემდეგ ვატმა ლითონის ცილინდრი სელისზეთით გაპოხილი და ღუმელში გამომშრალი ხის ცილინდრით შეცვალა. მან ერთ ციკლში ატანილი წყლის რაოდენობაც შეამცირა.

 მაკეტი ამუშავდა, ხოლო გამომგონებელი კი ორთქლის მანქანის არაფექტურობაში დარწმუნდა. მან კონსტრუქციაში მრავალი ცვლილება შეიტანა და ბოლოს მისი წარმადობში ოთხჯერ გაზრდას მიაღწია. შედეგად ვატის მიერ გაწეულმა საქმიანობებმა ინგლისში, ხოლო შემდეგ მთელს დანარჩენ მსოფლიოში  სამრეწველო რევოლუციას დაუდო სათავე. მაგრამ იმისათვის, რომ ორთქლის მანქანები კარგად გაყიდულიყო, მათი ღირსებების თვალსაჩინოდ წარმოჩენა იყო საჭირო.

 მაგალითისათვის მან გადაწყვიტა ეჩვენებინა თუ რამდენ ცხენს შეცვლიდა ერთი ამგვარი ორთქლის მანქანა. იმ დროს ინგლისში მაღაროდან ქვანახშირი, წყალი და ადამიანები 140,9 და 190,9 ლიტრიანი კასრებით  ამოჰყავდათ. ერთი ბარელი 172,4 კილოგრამს იწონიდა.  ასეთი წონის კასრს ორი ცხენი ეწეოდა. 8 საათიან სამუშაო დღეში  ცხენის მიერ შესრულებული ამგვარი სამუშაო მისი წონის 15%-ს შეადგენდა. ანუ 75 კილოგრამძალას (ცხენის საშუალო წონა 500 კილოგრამი).

 ვატის გაანგარიშებით 180 კილოგრამიან კასრს ორი ცხენი მაღაროდან 2 მილი/საათში სიჩქარით ეწეოდა. მან ½ ბარელი გაამრავლა 2 მილი/საათზე და მიიღო, რომ ერთი ცხენის ძალა 1ბარელიმილი/საათს უდრიდა. მან გაანგარიშებები გირვანქა ფუტებში დაამრგვალა და მიიღო რომ ცხენის ძალა წუთში  33 000 გირვანქაფუტს უდრიდა . ბევრ ევროპულ ქვეყანაში ცხენის ძალა განისაზღვრება როგორც 75კილოგრამიძალამეტრი/წამში. ანუ ერთი ცხენი 75 კილოგრამი წონის ტვირთს ვერტიკალურად 1მ/წმ-ში სიჩქარით გადაადგილებს (სტანდარტული თავისუფალი ვარდნის აჩქარების დროს).

 ასე რომ 1 ცხენისძალა 735,49875 ვატს უდრის. ამ სიდიდეს სხვანაირად „მეტრული ცხენისძალა ეწოდება“. 1882 წელს ბრიტანეთის სამეცნიერო ასოციაციის მეორე კონგრესზე სიმძლავრის საზომი ახალი ერთეული - „ვატი“ მიიღეს. ეს ჯეიმს ვატის სამეცნიერო მოღვაწეობის დამსახურების აღსანიშნავად. მაგრამ ვირტუალური ვატების მაგივრად ჩვენ ისევ ძველ კეთილ ცხენისძალებს ვხმარობთ. დამეთანხმებით, რომ ასე უფრო ადვილი გასაგებია.