მნიშვნელოვანი სიახლეები
რესტორანმა 132 წლის ლობსტერი გაანთავისუფლა (+ვიდეო)

რესტორანმა 132 წლის ლობსტერი გაანთავისუფლა (+ვიდეო)

უშველებელი 132 წლის ომარი, სახელად ლუი, ნიუ-იორკის რესტორანში 20 წლიანი ტყვეობის შემდეგ გაანთავისუფლეს.

 ორი ადგილობრივი რესტორნის მეპატრონეებმა ენტონი სანტინომ და ბუტჩ იამალიმ 10 კილოგრამიანი ლობსტერი „შეიწყალეს“ და ზღვაში გაუშვეს.

 „ნუ იქნებით ეგოისტები (ინგლისურად „ეგოისტური“ ჟღერს როგორც კიბოსნაირი). დაეხმარე და დაიცავი ველური ბუნება“, ნათქვამია სანტინოს მიერ „ფეისბუქში“ დატოვებულ შეტყობინებაში.

ადგილობრივი ბარის მფლობელმ აიამალიმ განაცხადა, რომ წინა დღეებში ერთ-ერთ კლიენტს ლუის ყიდვა უნდოდა, მაგრამ რესტორატორმა უარი განაცხადა. „ეს ომარი ჩემთვის პრაქტიკულად შინაურ ცხოველად იქცა“, - ამბობს იგი.

 „ლუიმ აქ 20 წელი გაატარა და დროა სახლში დაბრუნდეს“, - ამბობს იამალი.

ექსპერტების განცხადებით,მიუხედავად 20 წლიანი ტყვეობისა ლუის ველურ გარემოსთან ადაპრიტება არ უნდა გაუჭირდეს.