მნიშვნელოვანი სიახლეები
რიოს კარნავალი დაიწყო (+ვიდეო)

რიოს კარნავალი დაიწყო (+ვიდეო)

რიო-დე-ჟანეიროს პულსი ისევ სამბას რიტმში ფეთავს: მსოფლიოში სახელგანთქმული კარნავალის ფარგლებში საუკეთესო საცეკვაო სკოლების შეჯიბრი დაიწყო.

ამჯერად მსვლელობაში 70-მდე კოლექტივი იღებს მონაწილეობას. ყოველი სკოლა თავისი ორკესტრის თანხლებით გამოდის, ყველას თავისი, ბოლო დრომდე საიდუმლოდ შენახული კოსტუმი და უჩვეულო დეკორატიული კონსტრუქცია აქვს.

მიუხედავად ბრაზილიის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა, რიოს კარნავალი პარასკევს დაიწყო. ქალაქში ასი ათასობით სტუმარია ჩასული, როგორც ბრაზილიის სხვა კუთხეებიდან, ისე მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

რიო-დე-ჟანეიროს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ კარნავალს 1 მილიონამდე მაყურებელი ეყოლება, რაც ქალაქის ბიოუჯეტს საგრძნობლად შეავსებს.