მნიშვნელოვანი სიახლეები
რობოტს ბურგერებისათვის კოტლეტების შეწვა მიანდეს (+ვიდეო)

რობოტს ბურგერებისათვის კოტლეტების შეწვა მიანდეს (+ვიდეო)

ამერიკულმა კომპანია Miso Robotics-მა რესტორნების ჰოლდინგCali Group-თან ერთად შექმნა რობოტი Flippy, რომელიც aliBurger-ის ბურგერებისათვის კოტლეტების შესაწვავად არის განკუთვნილი.

უსულო მექანიზმები საზოგადოებრივი კვების სფეროს სწრაფად ითვისებენ. ყველაფერი  კი იმით დაიწყო, რომ ახლახანს აშშ-ში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ყავახანა, სადაც მომხმარებლებს რობოტი ემსახურება. შემდეგ ამერიკელებმა კომპაქტური კულინარიული პრინტერი გამოიგონეს, რომელიც პიცას  ბეჭდავს. ახლა კი ეს შექმნეს - რობოტი, რომელიც კოტლეტებს წვავს. კალიფორნიაში CaliBurger-ის რესტორნებში კოტლეტებს აწ უკვე რობოტები შეწვავენ.

რობოტი  Flippy სპეციალური კონსტრუქციის მანიპულატორია, რომელსაც კოტლეტების მომზადებაზე თვალყურის დევნება და მათი გადაბრუნება შეუძლია. კომპიუტერული მხედველობის სისტემის დახმარებით რობოტი სხვადასხვა ობიექტებს არჩევს: კოტლეტებს, ყველს და ბურგერის ფუნთუშებს. რობოტი დებს კოტლეტს ტაფაზე და დროდადრო აბრუნებს მათ, შემდეგ კი ფუნთუშაზე დებს

 პირველმა რობოტმა-ბურგმეიკერმა ამერიკის ქალაქ პასადენას CaliBurger-ის ობიექტში უკვე დაიწყო მუშაობა. Flippy-ის წარმატებული გამოცდის შემდეგ იგი ორი წლის განმავლობაში ჰოლდინგის ქსელის სხვა 50 რესტორანშიც იმუშავებს. რობოტები მფლობელებს პერსონალის ხელფასზე ეკონომიას მისცემენ. ამას გარდა კლიენტების მომსახურეობის და შეკვეთის შესრულების დროის ოპტიმიზაციასაც მოახდენენ.