მნიშვნელოვანი სიახლეები
როგორ დავუკრათ პიანინოზე პიანინოს გარეშე (+ვიდეო)

როგორ დავუკრათ პიანინოზე პიანინოს გარეშე (+ვიდეო)

ზოგჯერ პარკში ბალახზე ჯდომა და უხილავ პიანინოზე საყვარელი მელოდიის დაკვრა მოგვინდება. ზოგჯერ პირდაპირ რესტორნის მაგიდაზე ვვარჯიშობთ კლავიატურაზე დაკვრაში. მოკლედ გვინდა მუსიკით დავკავდეთ იქ, სადაც ეს გაძნელებულია. ამისათვის არსებობს RemidiT8 - ხელთათმანი-კონტროლერი, რომელიც თითების მოძრაობაზე და დაჭერის ძალაზე რეაგირებს. ხელთათმანი „ხედავს“ კლავიატურას იქ, სადაც ის არ არის.

Remidi — ეს MIDI-კონტროლერია, რომელსაც კლავიშები არა აქვს. უფრო სწორად აქვს, მაგრამ მხოლოდ ხუთი, რომლებიც თითების ბოლოებზეა მოთავსებული. კონტროლერის დაპროგრამირება შესაძლებელია: იგი თქვენი ხელის მოძრაობის მიხედვით შეიძლება სხვადასხვა მელოდიაზე ავაწყოთ. წინასწარ შეგვიძლია საჭირო საკრავის კლავიატურა მივუთითოთ: ორღანის ან კლავესინის და შემდეგ პირდაპირ მიწაზე დავუკრათ - ხმას ყურსაცვამებში გავიგებთ.

ხელთათმანში 8 გადამწოდია - ხუთი თითების ბოლოებზე და სამი მტევანზე. სისტემა ხელის მოძრაობას აანალიზებს, აფასებს მოძრაობის სიჩქარესა და მიმართულებას. იგი ასევე ნებისმიერ საგანთან შეხებაზე რეაგირებს, ამასთან დაწოლის ძალასაც საზღვრავს. შეგიძლიათ მეგობრებს გაეხუმროთ და დახურულ პიანინოზე დაუკრათ.