მნიშვნელოვანი სიახლეები
როგორ გავხსნათ შამპანური „აფეთქების“ გარეშე

როგორ გავხსნათ შამპანური „აფეთქების“ გარეშე

რეიმსის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შამპანურის ბოთლის ენერგიული რხევა გახსნის დროს „აფეთქების“ რისკს კი არ ადიდებს, არამედ ამცირებს.

არადა აქამდე მიიჩნეოდა, რომ ბევრი რხევა შამპანურის ბოთლში გაზის წნევას ზრდიდა და გახსნისას „აფეთქებას“ იწვევდა. მაგრამ მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ თუკი რხევა 40 წამზე მეტად გრძელდება, მაშინ ბუშტუკების რიცხვი შემცირებას იწყებს, ხოლო 220 წამიანი რხევა (დაახლოებით 3,5 წუთი) ბუშტუკებს საერთოდ აქრობს. ამ დროს ბოთლის შიგნით წნევა კვლავ იზრდება, მაგრამ თავდაპირველ ნიშნულს მაინც ვერ აღწევს. თანაც ეს პრიონციპი მხოლოდ გაუხსნელ ბოთლზე მოქმედებს. თუკი ბოთლი უკვე გახსნილი იყო, მაშინ რხევა საერთოდ არაა რეკომენდირებული.

 საქმე იმაში აღმოჩნდა, რომ გაუხსნელ ბოთლში გაზი თანაბრად წარმოქმნის და ხსნის ბუშტუკებს, რყევა დიდი რაოდენობით ბუშტუკებს წარმოქმნის და როცა ისინი სკდებიან, გაზის ნაწილი სითხეში იხსნება, რის გამოც წნევა ბოთლში და შესაბამისად საცობზე დაწოლაც მცირდება.

 ბოთლიდან საცობის „გასროლის“ სიჩქარის შემცირების მეორე მეთოდი სასმელის 4 გრადუსამდე გაციებაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველწლიურად 900 000 ადამიანი საკუთარ თავს, ანდა გარშემომყოფთ შამპანურის გახსნისას ტრავმას აყენებს, მაშინეს რეკომენდაციები საკმაოდ აქტუალური ჩანს.

იგივე რეიმსის უნივერსიტეტის მეცნიერების მტკიცებით შამპანური გაცილებით გემრიელია, თუკი მას ჩვეულებრივზე უფრო თბილს დავლევთ. კერძოდ კი 18 გრადუსამდე გამთბარს.