მნიშვნელოვანი სიახლეები
რომაული ნიშნობისა და საქორწინო ბეჭდები: ხელების და გულების ერთობა

რომაული ნიშნობისა და საქორწინო ბეჭდები: ხელების და გულების ერთობა

საქორწინო და ნიშნობის ბეჭდები დასავლურ კულტურის საზოგადოებაში ადამიანის სტატუს წარმოადგენდა. ტრადიცია უძველესი დროიდან მოდის, კერძოდ რომაული პერიოდიდან. ბეჭდებს თავისი წარმომავლობა აქვს უძველეს ეგვიპტესა და საბერძნეთში, მაგრამ  რომაული პერიოდისას ბეჭედი გახდა ლეგალურად სავალდებული ნიშნობის, ქორწინებისა და გაყრის შემთხვევაში. ამრიგად ჩვენ ვიცით თუ როგორ ფუნქციონირებდა და გამოიყენებოდა ხლახში უძველესი რომაული საქორწინო ბეჭდები.

რომაული საქორწინო და დანიშვნის ბეჭდის ლეგალიზაცია

უძველეს რომში ქორწინება უნდა დამტკიცებული ყოფილიყო რომაული კანონის მიხედვით. ქორწინება იკრძალებოდა თუ უკვე დაქორწინებული იყავი, საჭურისობის შემთხვევაში ან თუ მოწყვილე სისხლით ნათესავი იყო. ქორწინების უფლება ქალს 12 წლიდან და კაცს 14 წლიდან ეძელოდა.

რადგან ქორწინება უძველეს რომში კანონით კონტროლდებოდა, არ უნდა გაგვიკვირდეს თუ საქორწინო კონტრაქტებიც იდებოდა. ამრიგად ნიშნობის ბეჭდის მიცემა არა მარტო წყვილს შორის კონტრაქტის მინანიშნებელი იყო, არამედ მათ ოჯახებს შორისაც.

ორი ბეჭედი და ქორწინების ორი სიმბოლო

უძველეს რომში ქალი ქორწინების ორ ბეჭედს იღებდა, ერთი რკინის და მეორე ოქროსი. პირველს ქალი სახლში ატარებდა და მეორეს ხალხში. რკინა იყო სიძლიერის და სიმტკიცის სიმბოლო, ოქრო კი სიმდიდრის. კანონი დაბალი კლასის ხალხს უკრძალავდა ოქროს ბეჭდის ტარებას, მაგრამ ისტორიული კვლევების მიხედვით ამ წესს ხშირად არღვევდნენ. მონებიც კი არიან ნაპოვნი ოქროს საქორწინო ბეჭდით.

ოქროს ბეჭდები ახ.წ.ა. მე-3 და მე-4 საუკუნეში ძალიან გავრცელებული გახდა. ისინი უკვე არა მარტო პატრონის სიმდიდრეს, არამედ ოქრომჭედლის ოსტატობასაც წარმოაჩენდნენ. ყველაზე პოპულარული იყო ბეჭდები ერთმანეთს ჩაკიდებული ხელებით ან ქალის და კაცის გამოსახულებით.

საქორწინო ტრადიციის გაგრძელება

ბეჭდების ტრადიცია დღემდე შემორჩა და ისინი გამოიყენება ქორწინებისა და ნიშნობის ცერემონიალებისას. იმდენად, რომ მრავალი ადამიანი საქორწინო ბეჭდით იმარხება ისევე, როგორც რომში.

ბრიტანეთის მუზეუმში ინახება უძველესი რომაულ სამარხში ნაპოვნი საქორწინო ბეჭედი წარწერით “Te Amo Parum” რაც ნიშნავს “არ მიყვარხარ საკმარისად“.