მნიშვნელოვანი სიახლეები
რომელი ორგანოების გარეშე შეიძლება ცხოვრება?

რომელი ორგანოების გარეშე შეიძლება ცხოვრება?

ზოგჯერ ადამიანი თავისი სხეულის ნაწილს კარგავს. ხარატები და მღარავები ხშირად რჩებიან თითების გარეშე, ზამთრის თევზაობის მოყვარულებს ეყინებათ ფეხები, თითქმოს ყოველი მეორასე ადამიანს ქირურგი აპენდიქსს აჭრის. ზოგი ორგანოს დაკარგვა ცხოვრებას უფრო გვირთულებს, ზოგიც ნაკლებად. არის ორგანოები რომელთა გარეშეც ცხოვრება შეუძლებელია. მაგალითად გული, ღვიძლი, ტვინი... მაგრამ არსებობს ნიუანსებიც.

 ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, თითქმის ყველაფერს. გასაგებია, რომ შეიძლება დიდხანს სიცოცხლე თვალის, ხელის, ფეხის, აპენდიქსისა და სასქესო ორგანოს გარეშე. მაგრამ უფრო საოცარია, რომ ადამიანები აგრძელებენ ცხოვრებას ზოგი არაწყვილი ორგანოს გარეშეც. არადა ეს ორგანოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადამიანის სხეულში.

შეიძლება ცხოვრება ელენთას გარეშე

ელენთა ადამიანს ერთი აქვს და აპენდიქსისგან განსხვავებით სასარგებლო სამუშაოთია დაკავებული - აწარმოებს ლიმფოციტებს, რომლებიც იმუნური სისტემის მთავარი იარაღია. ამიტომაც შეიძლება გვეფიქრა, რომ მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ეს ასე არაა: ელენთას ამოჭრის შემდეგ ადამინი სხვადასხვა ვირუსების მიმართ უფრო მგრძნობიარე ხდება. ამიტომაც უფრო ფრთხილი ცხოვრების წარმოება უწევს, მაგრამ მაინც ცხოვრობენ, დადიან სამსახურში და ზრდიან შვილებს.

 შეიძლება ცხოვრება კუჭის გარეშე

კუჭის მთლიანად ამოკვეთა (რეზეკცია) საუკეთესო გამოსავალი არაა, სამაგიეროდ სიკვდილს არ იწვევს. მართლაია ოპერაციის შემდეგ პაციენტს გარკვეული ხანი ვენურ კვებაზე მოუწევს ყოფნა, ხოლო შემდეგ სამუდამო დიეტის დაცვა იქნება საჭირო. ამას გარდა ყოველდღე ვიტამინების დალევა იქნება საჭირო, ვინაიდან ნაწლავები ვიტამინებს კუჭზე უფრო ცუდათ ითვისებს. ასე რომ ამ ორგანოს გარეშე ცხოვრება შეიძლება.

შეიძლება ცხოვრება... ნათხემის გარეშე

როგორ შეიძლება ტვინის ნაწილის გარეშე ცხოვრება? და თანაც ისეთი მნიშვნელოვანის გარეშე როგორიც ნათხემია? არც ექიმებს და არც ნეირობიოლოგებს  ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ. ისინი მხოლოდ ტვინის პლასტიურობით არიან აღფრთოვანებულები, რომელსაც შეუძლია მუშაობა იმით რაც გააჩნია. თხემის აგენეზიის ბოლო შემთხვევა 2015 წელს 24 წლის ჩინელ ქალს დაუდგინდა. მას მთელი ცხოვრება ჰქონდა გადაადგილების პრობლემები და კლასშიც ჩამორჩენილ მოსწავლედ ითვლებოდა. ის რომ  მას ნათხემი და მისი მკვებავი სისხლძარღვები  არასდროს არ ჰქონია ექიმებმა მხოლოდ მაშინ გაიგეს, როცა ქალმა საავადმყოფოს გახშირებული თავბრუსხვევების გამო მიაკითხა.

შეიძლება ცხოვრება კუჭქვეშა და ფარისებული ჯირყვლების გარეშე

ენდკრინოლოგიურ სისტემასთან თამაში ძალიან სახიფათოა. ამიტომაც  ფარისებულ და კუჭქვეშა ჯირყვალს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში კვეთენ. ამ ორგანოების გარეშე სიცოცხლე გრძელდება, მაგრამ მრავალი მავნე თანმხლები ეფექტი ახლავს. ამას გარდა პაციენტებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში შემცვლელი თერაპია ესაჭიროებათ. იმის გამო, რომ საკუთარი ორგანიზმი საჭირო ჰორმონებს ვეღარ აწარმოებს, საჭირო ხდება აბების მიღება და ინექციების გაკეთება.

 შეიძლება ცხოვრება ნაღვლის ბუშტის გარეშე

ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის ოპერაციებს წლის განმავლობაში ასი ათასობით აკეთებენ: ეს ადამიანის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მყიფე ორგანოა და ძალიანაც კარგი, რომ ის ასეთი სასიცოცხლოდ მნიშველოვანი არაა.