მნიშვნელოვანი სიახლეები
რომში შუა საუკუნეების ებრაული სასაფლაო აღმოაჩინეს

რომში შუა საუკუნეების ებრაული სასაფლაო აღმოაჩინეს

რომში, ტრასტევერეს რაიონში დამცავი გათხრების დროს შუა საუკუნეების ებრაული სასაფლაოს ნაწილი აღმოაჩინეს. შესასწავლ უბანზე მეცნიერებმა 38 საფლავს მიაკვლიეს, მათი უმრავლესობა მოზრდილი ქალები და მამაკაცები იყვნენ. საფლავებში ძვლების გარდა თითქმის არაფერი აღმოჩნდა, მხოლოდ ერთგან მიაკვლიეს ოქროს ორ მცირე ბეჭედს და სასწორის ნაწილს. ნივთების არარსებობა ებრაული დაკრძალვის წესისათვის არატიპიურია. მაშ რატომ  მიიჩნიეს არქეოლოგებმა სასაფლაო ებრაულად?

ჯერ ერთი, წერილობითი წყაროების მიხედვით  XIV საუკუნიდან –XVII საუკუნის შუა ხანებამდე ტრასტევერეში  ებრაული ნეკროპოლი იყო. მეორეც საფლავის ზემოთ არსებულ ნანგრევებში საფლავის ქვის ფრაგმენტი აღმოჩნდა ებრაული წარწერით. რაც შეეხება საფლავებში ნივთების სიმწირეს  იმ დისკრიმინაციაზე მიუთითებს, რომელსაც ებრაელები შუა საუკუნეების რომში განიცდიდნენ.

ებრაელები რომში პირველად ჩვენს წელთ აღრიცხვამდე II საუკუნეში გამოჩნდნენ. იუდეის დაპყრობის შემდეგ 70 წელს მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. ზოგო მათგანი რომში თავის ნებით ჩამოვიდა, ზოგიც ტყვის სტატუსით მოხვდა. მაშინ ტრატევერეში ბევრი ებრაელი დასახლდა. ანტიკურ ხანაში ამ რაიონში სხვადასხვა წარმოშობისა და კულტურის ბევრი ადამიანი ცხოვრობდა. იქვე ახლოს ნავმისადგომები და საწყობები იყო განთავსებული, ამიტომაც აქ ბევრი ვაჭარი ბინადრობდა.

 როდესაც რომი კათოლიკური სამყაროს ცენტრი გახდა, მასში ანტისემიტური განწყობები გაიზარდა.  XIV საუკუნეში, როცა ტრასტევერეს მახლობლად სასაფლაო გაჩნდა, ებრაელები სპეციალური გადასახადით დაბეგრეს. 1555 წელს ისინი სპეციალურ გეტოში გადაასახლეს, რომელიც გალავნით იყო შემოზღუდული. გეტოში ცხოვრების პირობები აუტანელი იყო. იგი ტიბრის გვერდით მდებარეობდა და წყალდიდობისას ხშირად იტბორებოდა.

1625 წელს პაპმა ურბან VIII იუდეურ საფლავებზე საფლავის ქვების დადება აკრძალა, ხოლო უკვე დადებულები ააღებინა (ამ აკრძალვამXIX საუკუნემდე გაძლო). ტრასტევერეში საფლავების მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, ებრაული თემი დუხჭირი ცხოვრებით ცხოვრობდა. ადგილობრივ მოსახლეობის რაციონში ცილები იშვიათობას წარმოადგენდა, უფრო მეტიც, ხშირად შიმშილობდნენ კიდევაც.