მნიშვნელოვანი სიახლეები
როულინგმა სევერუს სნეგის სიკვდილისათვის ბოდიში მოიხადა

როულინგმა სევერუს სნეგის სიკვდილისათვის ბოდიში მოიხადა

„ჰარი პოტერის „შესახებ ეპოპეის ავტორმა ჯოან როულინგმა პროფესორ სევერუს სნეგის სიკვდილისათვის ბოდიში მოიხადა. სევერუსი საგას ფინალურ ტომში - „სიკვდილის ძღვენში“ ჰოგვარტისათვის ბრძოლაში იღუპება.

2 მაისს „პოტერიანას“ ფანატებმა ბრძოლის წლისთავი „აღნიშნეს“. ამ ბრძოლაში წიგნის ბევრი გმირი დაიღუპა.

მანამდე მწერალმა ერთხელ უკვე მოიხადა ბოდიში ფრედ უიზლისა და რემუს ლუპინის „სიკვდილის“ გამო.

საგას ფანატები ორ ნაწილად არიან გაყოფილები. ერთნი მიიჩნევენ, რომ მწერალმა ბოდიში არ უნდა მოიხადოს. მეორენი კი თვლიან, რომ სნეგი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, მრავალწახნაგოვანი და არაერთგვაროვანი პერსონაჟია.

სევერუს სნეგი თავიდანვე დამცინავად ექცეოდა ეპოპეის მთავარ გმირებს და ერთ-ერთი არაპოპულარული გმირი იყო ჰოგვარტის სკოლის პედაგოგებს შორის. მაგრამ როგორც გაირკვა, იგი ჰარი პოტერის დედაზე იყო შეყვარებული და ამის გამო სათვალიანი ჯადოქარი სიკვდილისგანაც კი იხსნა.