მნიშვნელოვანი სიახლეები
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში გენერლის დაღუპვა დაადასტურა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში გენერლის დაღუპვა დაადასტურა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სირიაში რუსი სამხედრო მრჩევლების ჯგუფის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ასაპოვი დაიღუპა.

სამხედრო უწყების ინფრომაციით გენერალი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მიერ ნაღმტყორცნების ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა.

ასაპოვი სირიის არმიის სამეთაურო პუნქტზე იმყოფებოდა და ქალაქ დეირ-ეზ-ზორის გასანთავისუფლებლად მიმდინარე ბრძოლებს ხელმძღვანელობდა.

ამა წლის მაისში რუსი გენერალი ვალერი ასაპოვი ყირიმის ანექსიასა და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით უკრაინის მიერ შემოღებულ სანქციურ სიებში მოყვა.

უკრაინის სპეცსამსახურების განცხადებით ასაპოვი დონბასში თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში იმყოფებოდა და სეპარატისტების ერთ-ერთ ქცედანაყოფს ხელმძღვანელობდა.

რუსეთი დონბასში მიმდინარე კონფლიქტში მონაწილეობას უარჰყოფს.