მნიშვნელოვანი სიახლეები
საბერძნეთში ძველი სამარხების გამო მეტროს მშენებლობა ფერხდება

საბერძნეთში ძველი სამარხების გამო მეტროს მშენებლობა ფერხდება

ბერძენიმა არქეოლოგებმა ტრანსპორტის სამინისტროსთან მოილაპარაკეს და ქალაქ სალონიკის მეტროს ახალი ხაზის მშენებლობის ადგილას გათხრებს გააგრძელებენ, სამშენებლო სამუშაოები კი შესაბამისად შეჩერდება.

მეტროს მომავალი სადგურების ვესტიბიულებში საგამოფენო პავილიონები განთავსდება, რომელიც საშუალებას მისცემს მგზავრებს ბიზანტიური ეპოქის უძველესი ქალაქი დაათვალიერონ. ეს სპეციალისტების აზრით „საბერძნეთის ჩრდილო დედაქალაქის“ ქალაქ-მუზეუმად გადაქცევას შეუწყობს ხელს.

სალონიკში მეტროს მშენებლობისას უამრავი უძველესი სამარხი აღმოაჩინეს, მათ შორისაა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე IVსაუკუნის ფრესკებიანი სამარხი. სინდრივანის სადგურის ჩრდილო შესასვლელთა 83 სამარხი აღმოჩნდა. ეს სამარხები საბერძნეთის ისტორიის როგორც ელინისტურ, ისე რომაული პერიოდებს განეკუთვნება.

სალონიკის მეტროს მშენებლობისას ყველაზე სენსაციური აღმოჩენები 2008-2009 წლებში მოხდა. მაშინ სადგურების „სანდრივანის“ და რკინიგზის ახალი სადგურის“ ადგილებზე არქეოლოგებმა მთელი საგანძური აღმოაჩინეს:  ადრე ელინისტური პერიოდის  (IV – Iსაუკუნეები) რვა ოქროსგან დამზადებული გვირგვინი და ათობით ორიგინალური საიუველირო ნაკეთობა, მონეტები, ბეჭდები, სპილენძის და თიხის ნივთები.

 სალონიკის მეტროს მშენებლობა განმეორებით 2006 წელს დაიწყო. გეგმით 2020 წლისათვის 9,6 კილომეტრის სიგრძის ერთ ხაზზე მემანქანის გარეშე, ავტომატურ რეჟიმში 18 მიწიქვეშა შემადგენლობა 13 სადგურს შორის იმოძრავებს.