მნიშვნელოვანი სიახლეები
სად მეტი საშიშროებაა მევენახეობისათვის

სად მეტი საშიშროებაა მევენახეობისათვის

კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერმა ჯეიმს დენიელმა (James E. Daniel) გერმანულ-ავსტრალიური სამეცნიერო ჯგუფის წევრებთან ერთად პირველი სტიქიური უბედურებების „რისკის ინდექსი“ შეიმუშავა. მასში მსოფლიოს 7000-მდე მევენახეობის რეგიონია შეყვანილი. ყველაზე სახიფათო მევენახეობის რეგიონებს მიეკუთვნება არგენტინა, საქართველო და მოლდოვა. ყველაზე უსაფრთხო მევენახეობის რეგიონებში კი ფრანგული პოლინეზია, შრი-ლანკა და ნიდერლანდების ანტილის კუნძულებია. თავისი კვლევის შედეგები მეცნიერებმა ევროპის გეოფიზიკური კავშირის სხდომაზე წარადგინეს.

ბუნებრივი მოვლენები მევენახეობას მთელს მსოფლიოში დიდი ზარალს აყენებს. სეტყვა, რომელიც ასე ხშირია საქართველოს მევენახეობის რეგიონებში, ბევრი უბედურებიდან მხოლოდ ერთ-ერთია. კლიმატის გლობალური ცვლილების გამო წყალდიდობა, ყინვები და ხანძრები სულ უფრო ხშირად გვხვდება მევენახეობის რაიონებში. მეტეოროლოგებმა, გეოფიზიკოსებმა და ეკონომისტებმა ერთობლივი ძალისხმევით პირველი ე.წ. „რისკის ინდექსი“ აღნიშნეს. იგი მთელს მსოფლიოში 7000-მდე მევენახეობის რეგიონის ბუნებრივ საფრთხეებს ეფუძნება.

მეცნიერთა ჯგუფმა კლიმატთან დაკავშირებული და დაუკავშირებელი საფრთხეების შემცველი რუკები შეაგროვა, რათა რისკის საერთო ინდექსი გამოეთვალა. ამასთან 50 ქულა დაბალ, ხოლო 200 ძალიან მაღალ  მაჩვენებლად ითვლებოდა. მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მართალია ყველა რისკის გამორიცხვა შეუძლებელია, მაგრამ მევენახეებს მათი შემცირება შეუძლიათ.

  მთლიანობაში ეს კვლევა არა მხოლოდ მევენახეებს, არამედ სადაზღვევო კომპანიებს, მთავრობებს და უბრალოდ ღვინის მოყვარულებსაც გამოადგებათ.