მნიშვნელოვანი სიახლეები
სადილი ჰაერში (+ვიდეო)

სადილი ჰაერში (+ვიდეო)

მიშლენისეული სადილი ჰაერში. ცნობილი გასტრონომიული პრიექტი Dinner in the Sky 11 წლისაა. ამ წელს მისმა ორგანიზატორებმა ბრიუსელის ორმოცდაათი წლისთავის პარკს მიაშურეს.

კლიენტები სპეცილურ მაგიდასთან ადგილებს იკავებენ, ღვედებით მაგრდებიან და 40 მეტრის სიმაღლეზე ადიან. მათ განკარგულებაშია ძვირფასი კერძები, რომლებსაც რამდენიმე ცნობილი შეფი სთავაზობთ. მათ შორისაა მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი ბარტ დე პოოტერი. ბონუსად მძაფრი შეგრძნებები და ბელგიის დედაქალაქის საუკეთესო ხედებია. სადილის ღირებულება 285 ევრო ერთ პერსონაზე.

პროექტი Dinner in the Sky-ს ბრიუსელის გარდა უკვე 15 ქალაქში აწყობენ, მათ შორის პარიზსა და ლას-ვეგასში.

წელს ბრიუსელში იგი თავის მუშაობას 18 ივნისამდე გააგრძელებს.