მნიშვნელოვანი სიახლეები
საფრანგეთის ზოოპარკში ბრაკონიერებმა მარტორქა მოკლეს

საფრანგეთის ზოოპარკში ბრაკონიერებმა მარტორქა მოკლეს

პარიზის მახლობლად ზოოპარკში ბრაკონიერებმა მარტორქა დაცხრილეს. ეს ევროპაში პირველი შემთხვევაა.

ქალაქ ტუარის ზოოპარკის თანამშრომელმა ოთხი წლის მარტორქა ვინსი თავის ვოლიერში დილით მკვდარი აღმოაჩინა. მისი ერთი რქა ბენზოხერხით იყო მოჭრილი.

აფრიკული მარტორქის რქა შავ ბაზარზე საკმაოდ ძვირი ღირს. ველურ ბუნებაში ბრაკონიერების ხელით ყოველ თვე ასამდე ცხოველი იღუპება.

 ამ შემთხვევაში ბრაკონიერებმა ევროპის ზოოპარკში მცხოვრები მარტორქა იმსხვერპლეს. მათ მიერ წაღებული რქა 60 ათას დოლარზე მეტი ღირს.ბრაკონიერებს ეტყობა ხელი შეუშალეს, ვინაიდან მეორე რქა ნახევრად მოხერხილი აღმოჩნდა.

ორი სხვა თეთრი მარტორქა საბედნიეროდ გადარჩა.

საფრანგეთმა სპილოს ძვლითა და მარტორქის რქით ვაჭრობა ერთი წელია რაც აკრძალა.