მნიშვნელოვანი სიახლეები
სამტეხლოს სამუშაოებმა შესაძლოა თურქეთში 2100 წლის წინანდელი ციხის მიდამო და ქალღმერთის ქანდაკება დააზიანოს

სამტეხლოს სამუშაოებმა შესაძლოა თურქეთში 2100 წლის წინანდელი ციხის მიდამო და ქალღმერთის ქანდაკება დააზიანოს

აფეთქებებმა და ქვის სამტეხლოს სამუშაოებმა თურქეთში  შესაძლოა უძველესი ციხე-სიმაგრე ქურულის მიდამო, დააზიანოს  და მასთან ერთად უძველესი ქალღმერთ კიბელეს ქანდაკებაც.

ციხე დათარიღების მიხედვით 2100 წლის წინანდელია და მდებარეობს ორდუს პროვინციაში, შავი ზღვის მახლობლად. მეფე მითრიდატე VI-მ  ციხე თავისი მეფობისას ააშენა, რომელიც გრძელდებოდა ძვ.წ.ა. 120 წლიდან  63  წლამდე.

აფეთქებები ყოველდღიურად მიმდინარეობს და საფრთხეს უქმნის ციხეში არსებულ ქალღმერთ კიბელეს ქანდაკებას. გათხრები ამ მიდამოში 2010 წლიდან დაიწყო პროფესორ იუჩელ შინიურტის მეთვალყურეობით. როცა ქანდაკება აღმოაჩინეს, ამ ციხეს 15000-მდე ტურისტი/მნახველი ეწვია.

არქეოლოგიური გათხრები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ მას დინამიტით სამტეხლოს აფეთქებები ახლავს  ქურულის კლდესთან. ეს ციხეს დიდ საფრთხეში ამყოფებს.

სახელმწიფო მოხელეები სამტეხლოს კომპანიასა და არქეოლოგებთან ერთად ცდილობენ პრობლემური საკითხი მოაგვარონ. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა ელოდება უძველეს ციხეს და იქ აღმოჩენილ გასაოცარ ქანდაკებას.