მნიშვნელოვანი სიახლეები
სან-ფრანცისკოში ვირთხებიან კაფეს ხსნიან

სან-ფრანცისკოში ვირთხებიან კაფეს ხსნიან

თქვენ შედიხართ კაფეში, უკვეთავთ  ჩაის ან ყავას, ჯდებით ფანჯარასთან და უცბათ დიდი ცნობისმოყვარე ვირთხა მაგიდაზე ძვრება და თქვენი თანამეინახე ხდება. თუკი თქვენ არ შეგეშინდებათ და გულუხვი აღმოჩნდებით, მაშინ ვირთხას საუზმე გარანტირებული აქვს. დაახლოებით ამგვარად იმუშავებს ივლისში კვირაში ორი დღე  კაფე ატრაქციონერბის პარკ The San Francisco Dungeon-ში. 

ამზაფხულს პარკის მფლობელებმა მომხმარებლებისმოზიდვის ახალ ხერხს მიაგნეს - აფრთხობენ მათ, ვისაც ვირთხების ეშინია და იწვევენ ისეთებს, ვისაც ფოლადის ნერვები აქვს.

რა თქმა უნდა არიან ისეთები, ვისაც ვითხების არ ეშინია ანდა არ ეზიზღება, მაგრამ ბევრისათვის კაფეში გატარებული ერთი საათი ნამდვილი წამება იქნება.

მღრნელებთან გატარებული დროის სანაცვლოდ სტუმრებს 50 დოლარის გადახდა მოუწევთ. ყავის გარდა მენიუშია ჩაი, წყალი, ნამცხვარი და საუზმე. ყველაფერი ვირთხებიგან დაცულ ადგილას მზადდება - გვამშვიდებენ კაფეს მფლობელები.