მნიშვნელოვანი სიახლეები
საუდის არაბეთს ახალი ტახტის მემკვიდრე ჰყავს

საუდის არაბეთს ახალი ტახტის მემკვიდრე ჰყავს

მას შემდეგ რაც მამამისი ტახტზე ავიდა, პრინც მუჰამედ ბინ სალმანის საქმეები სულ აღმა მიდის, ახლა მას ტახტამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

მას სულ უფრო მეტი და მეტი ძალაუფლება აქვს. ყველა მისი კონკურენტი მეორე პლანზეა გადასული.

ხელისუფლების სამეფო ოჯახის საკუთარი შტოს ხელში მოქცევა

მაინც რა არის ცნობილი მის შესახებ?

ახლახანს დანიშნული ტახტის მემკვიდრე  თავის მამა სალმანთან, ჯერ კიდევ  მის გამეფებამდე, ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა. 2009 წელს პრინცი მუჰამედი მამის განსაკუთრებული მრჩეველი გახდა. მაშინ მამამისი ჯერ კიდევ ერ-რიადის გუბერნატორი იყო.

ამის მიუხედავად პრინც მუჰამედის კარიერული აღმასვლა სამეფოსთვის უნიკალური მოვლენა იყო. აქ მიჩვეულები არ იყვნენ სწრაფ პოლიტიკურ წარმატებებს.

 დიდი ნახტომი მის პოლიტიკურ კარიერაში მაინც 2015 წელს მოხდა, როცა  საუდის  ახალმა მონარქმა ასაკოვანი მემკვიდრე გადააყენა და მის ნაცვლად  შედარებით უფრო ახალგაზრდა პრინცი დანიშნა.

 მეფემ თავისი ძმის, მუკრინ იბნ აბდულ-აზიზის ნაცვლად, მემკვიდრე პრინცად ძმიშვილი მუჰამედ ბინ ნაიფი დანიშნა. მის თანაშემწედ და შესაბამისად  მეორე რიგის მემკვიდრედ  სალმანის ვაჟი დაინიშნა. დღეს კი მუჰამედ ბინ სალმანმა ამ თანამდებობაზე მუჰამედ ბინ ნაიფი შეცვალა.

დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის თავდაცვას

ტახტის ახალი მემკვიდრე იმავდროულად პრემიერ-მინისტრის მოადგილე და თავდაცვის მინისტრიცაა.

 როცა სალმან ბინ აბდულ-აზიზი 2015 წლის იანვარში საუდის არაბეთის მეფე გახდა, მან თავისი ვაჟის მუჰამედის პოზიციები ქვეყნის მმართველ ზედაფენაში გაამყარა. 29 წლის ასაკში მუჰამედი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა თავდაცვის მინისტრი გახდა. ორ თვეში მან კოალიციას მოუყარა თავი და იემენში სამხედრო კამპანია დაიწყო. თუმცა დღემდე კოალიციამ თავისი ამოცანა ვერ შეასრულა და იემენის პრეზიდენტ აბდ-რაბი მანსურ ჰადის ქვეყნის დედაქალაქ სანაში დაბრუნება ვერ უზრუნველჰყო. იემენში ამბოხებული ჰუსიტების პოზიციები კვლავ მყარი რჩება.

საუდის არაბეთი ნავთობზე აღარ იქნება დამოკიდებული

 ახალგაზრდა პოლიტიკოსს სხვა ამბიციური პროექტებიც აქვს. მას სურს  საუდის არაბეთი ნავთობის შემოსავალზე დამოკიდებული აღარ იყოს. მისი ამ გეგემის - „ხედვა 2030“-ის ასრულება, ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს 2020 წლისათვის უკვე ნავთობზე აღარ იყოს დამოკიდებული.

 ახალგაზრდა პრინცი თავის თავს წარმოადგენს როგორც საუდის არაბეთის ახალგაზრდობისათვის მისაბაძ მაგალითს.

დამოკიდებულება ირანთან

 გასულ თვეში პროინც მუჰამედმა საუდის არაბეთის ირანთან შერიგების ყოველგვარი გზა გამორიცხა. ეს ორი ქვეყანა ორ კონფლიქტში მოწინააღმდეგე მხარეების მხარეზე გამოდიან - სირიაში და იემენში.

ერ-რიადსა და თეირანს შორის ურთიერთობა  კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში გამოჩენილი შიიტი მქადაგებელი ნიმრა ან-ნიმრა სიკვდილით დასაჯეს.

მუჰამედ ბინ სალმანის დაწინაურებას ანალიტიკოსები „რბილ სახელმწიფო გადატრიალებად“ აფასებენ.

 ოჯახი

მუჰამედ ბინ სალმანი 1985 წლის 31 აგვისტოს დაიბადა. იგი საუდის არაბეთის მეფის, სალმანის მესამე ცოლის, ფაჰდი ბინტ ფალის უფროსი ვაჟია.

საუდელი პრინცების უმრავლესობისგან განსხვავებით, განათლება სამშობლოში აქვს მიღებული.

იგი სამართალს მეფე საუდის სახელობის უნივერსიტეტში ეუფლებოდა, რომლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე სახელმწიფო თანამდებობაზე იმსახურა.

პრინც მუჰამედს ერთი ცოლი, ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავს.