მნიშვნელოვანი სიახლეები
საუკუნის ბოლომდე რუსეთის 8 რეგიონი წყალქვეშ მოექცევა

საუკუნის ბოლომდე რუსეთის 8 რეგიონი წყალქვეშ მოექცევა

მეცნიერები რუსეთის ტერიტორიაზე კლიმატური ცვლილებების მოდელს ქმნიან. მათი პროგნოზები დამაიმედებელი არაა: ქვეყნის ნაწილი წყალქვეშ აღმოჩნდება.

მსოფლიოს წამყვანმა კლიმატოლოგმა, 2007 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ჟან ჟუაზელმა (Jean Jouzel)  სხვადასხვა ქვეყნების სპეციალისტებთან ერთად წყლის ციკლის იზოტოპური ტრასერების მონიტორინგის ქსელი შექმნა. დასმული ამოცანის ფარგლებში კლიმატოლოგები რუსეთის არქტიკული ნაწილის მომავალი 50 წლის ცვლილების პროგნოზს ადგენენ.

 არსებული მონაცემებით სპეციალისტები მასშტაბურ წყალდიდობას ელოდებიან, რომელიც რუსეთის რვა რეგიონს მოიცავს. გლობალური დათბობის გამო ტემპერატურის მატების შედეგად მრავალწლოვანი მზრალობის ზონა ძლიერ დატბორილ სივრცედ გადაიქცევა.

 „დასავლეთ ციმბირში მრავალწლოვანი მზრალობა ჩრდილო განედის 63 გრადუსიდან იწყება. შემდეგ აღმოსავლეთით იგი 60 გრადუსამდე ეშვება. მისი სისქე დასავლეთ ციმბირში 20 მეტრს  და აღმოსავლეთისკენ 200 და ზოგან 500 მეტრიან სიღრმეს აღწევს. პირველად დასავლეთ ციმბირის მრავალწლოვანი მზრალობის ყველაზე თხელი ზონები გადნება. ყველაფერი 20 მეტრით დაიწევს და წყლით დაიფარება. წარმოიდგინეთ იამალის ნახევარკუნძულის ყველა ქალაქს დატბორავს: სალეხარდს, ახალ ურენგოის, ლაბიტნანგის. შესაბამისად ყველა ნავთობგაზის მომპოვებელი და მილსადენი ინფრასტრუქტურა წყლის ქვეშ მოექცევა“, - ამბობს ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვიაჩესლავ ზახაროვი. საერთო ჯამში რისკის ზონაში აღმოჩნდება რუსეთის ფედერაციის რვა სუბიექტი, მათ შორის არხანგელსკის და მურმანსკის ოლქები, რესპუბლიკა კომი, იამალო-ნენცების ავტონომიური ოკრუგი, კრასნოიარსკის მხარე და იაკუტია.

 უფრო ხანგძლივ პერიოდში გრენლანდიის და ანტარქტიდის ყინულის ფარი გადნება და მაშინ ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიტბორება. ურალი ოკეანის დონესთან შედარებით 200 მეტრით უფრო მაღლაა, ამიტომ დატბორვა მას არ დაემუქრება, მაგრამ კლიმატი კი საგრძნობლად შეიცვლება.