მნიშვნელოვანი სიახლეები
საზღვაო არქეოლოგები განძეულით დატვირთულ უძველეს ჩაძირულ ხომალდს გადააწყდნენ

საზღვაო არქეოლოგები განძეულით დატვირთულ უძველეს ჩაძირულ ხომალდს გადააწყდნენ

ჰოლანდიელმა მკვლევარებმა ვადენზეეში სტიუარტების დინასტიის ჩაძირული ხომალდი აღმოაჩინეს.

ვადენზეე ჩრდილოეთის ზღვის ნაწილია, რომელიც ხმელეთით დაყოფილ ზღვის უბნებს წარმოადგენს. სწორედ აქ, კუნძულ ტექსელის მახლობლად ზღვის ფსკერზე გასაოცარი აღმოჩენა გაკეთდა.

ვადენზეე საკმაოდ თავთხელი ადგილია და ამიტომაც მკვლევარებს გაუკვირდათ რომ განძეული ამდენი ხანი ხელუხლებლად ელოდა თავის აღმომჩენებს.

ამას გარდა ზღვის წყალი საკმაოდ აგრესიული გარემოა, გემზე კი ყველაფერი საკმაოდ კარგად იყო შემონახული.

მიზეზი მხოლოდ ერთი შეიძლება ყოფილიყო: ამ ადგილებში არსებულმა საკმაოდ ძლიერმა დინებამ ჩაძირული გემი საკმაოდ მალე დაფარა ქვიშით, რამაც ნივთები დაზიანებისგან დაიცვა და განძეული გამდიდრების მსურველთა თვალს დიდი ხნით დაუმალა.

 ყოველდღიურად სახმარი  ნივთების, ძვირფას ჭურჭლისა და ტანსაცმლის გარდა ძველებური სპარსული ხალიჩაც აღმოჩნდა, რომელიც კარგად არის შემონახული, მათ შორის ნაქსოვზე დატანილი საღებავებიც.

აღმოჩენილი ძვირფასეულობა, მონეტები, სამშვენისები და სხვა ნივთები მეცნიერებს საშუალებას აძლევს დაასკვნან, რომ ჩაძირული ხომალდი  XVII საუკუნის ინგლისის სამეფო კარის მდიდარ ქალბატონს ეკუთვნოდა. აღმოჩენილი დოკუმენტების მიხედვით გემი ინგლისიდან ჰოლანდიაში მიემართებოდა.