მნიშვნელოვანი სიახლეები
სელაპის ტარტარი: to eat or not to eat? (+ვიდეო)

სელაპის ტარტარი: to eat or not to eat? (+ვიდეო)

ტორონტოში  სელაპის ხორცის გამო სკანდალი დაიწყო. რესტორან Ku-kum Kitchen-ის შეფ-მზარეულმა, რომელიც უკიდურესი ჩრდილოეთის ხალხების სამზარეულზე სპეციალიზდება, სელაპის ხორცის ტარტარი მენიუში შეიტანა. ცხოველთა დამცველები მოითხოვენ კერძის მენიუდან ამოღებას, ვინაიდან მათი აზრით ეს მაგალითი შეიძლება გადამდები აღმოჩნდეს.

 პეტიციის ავტორის განცხადებით (პეტიციამ უკვე ხუთი ათასი ხელმოწერა შეაგროვა), მართალია რესტორანი თავის თავს წარადგენს როგორც ტრადიციულს, მაგრამ სელაპის ხორცს იღებს კომპანიისგან, რომელიც კომერციული რეწვით არის დაკავებული. ცხოველთა დამცველების თქმით კი, ამას ტრადიციასთან არაფერი საერთო არ აქვს.

მაგრამ მზარეული თავისაზე დგას. ჯოზეფ შავანას განცხადებით: „კომპანია Sea DNA, რომელიც სელაპის ხორცს გვაწვდის კანონის შესაბამისად მოქმედებს. მას ლიცენზია აქვს. მისი თანამშრომლები ზედმიწევნით მომზადებას გადიან რათა სელაპზე ნადირობა შეძლონ. მათი წლიური წილი 440 ათასი სელაპია, მაგრამ მხოლოდ 15%-ს იყენებენ და ჩემთვის ეს კარგი ნიშანია. ეს ჩვენი პრინციპია. ჩვენ იმდენ სელაპის ხორცს ვიღებთ რამდენიც გვჭირდება და ჩვენ ამ კერძის დამზადებას გავაგრძელებთ“.