მნიშვნელოვანი სიახლეები
სექსის საუკეთესო შემცვლელი დასახელდა

სექსის საუკეთესო შემცვლელი დასახელდა

ამერიკელი სოციოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ  შოპინგს უფრო მეტი სიამოვნება მოაქვს ვიდრე სექსს. თუმცა არა ყველასათვის.

ასეთ დასკვნამდე ნეიროკომპიუტერული ინტერფეისების შემქმნელი კომპანია MyndPlay-ის სპეციალისტების კვლევის შედეგად მივიდნენ.

 როგორც ისინი აღნიშნავენ, საყიდლებზე წასული ადამიანები ორ ჯგუფად უნდა გავყოთ. პირველს მიეკუთვნებიან „შთაგონებული მყიდველები“ რომლებიც იმ ნივთების ყიდვას ცდილობენ, რომლებიც მათ ინდივიდუალობას გამოხატავენ. მეორე ჯგუფს კი ის ადამიანები შეადგენენ, რომლებიც მაღაზიებში იმისათვის დადიან, რომ გარემოს შეესაბამებოდნენ და მოდას მიჰყვნენ.

 მკვლევარებმა გააანალიზეს საცდელი ჯგუფის ტვინის გამა-რითმები და აღმოაჩინეს, რომ პირველი ჯგუფის მყიდველების 84% საყიდლებზე სიარულისგან უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ, ვიდრე სექსის ანდა შეჯიბრში გამარჯვების დროს.

იმავედროულად მეორე ჯგუფში საყიდლებზე სიარული საწინააღმდეგო ეფექტს იძლევა და მხოლოდ გონებრივ გადატვირთვას და ფიზიკურ დაღლას იწვევენ.