მნიშვნელოვანი სიახლეები
სეზონის დასაწყისიდან ევერესტზე უკვე ათი ალპინისტი დაიღუპა

სეზონის დასაწყისიდან ევერესტზე უკვე ათი ალპინისტი დაიღუპა

საძიებო ჯგუფმა ევერსტის მისადგომებთან კარავში ოთხი ალპინისტის გვამი აღმოაჩინა. სეზონის დაწყებიდან ევერსტზე უკვე ათი მთამსვლელი დაიღუპა.

მაშველებმა კარავი მაშინ აღმოაჩინეს, როცა სლოვაკი მთამსვლელის გვამს ეძებდნენ. იგი კვირას მთაზე ასვლისას გარდაიცვალა.

 გარდაცვლილთა სხეულები ე.წ. „მკვდარ ზონაში“ აღმოაჩინეს. აქ ჟანგბადის დონე ძალიან დაბალია. კარავში ორი უცხოელი ალპინისტის და ორი შერპი-გამყოლის გვამი აღმოჩნდა.

 ამ სეზონში, მანამდე  დაიღუპა ავსტრალიელი ფრანჩესკო მარკეტი, ინდოელი რავი კუმარი, ასევე 85 წლის მინ ბაჰადურ შერჩანი. იგი მთის წვერზე ასული ყველაზე უხუცესი ადამიანის ტიტულზე აცხადებდა პრეტენზიას. აპრილის ბოლოს ევერესტზე ასევე ცნობილი შვეიცარიელი მთამსვლელი ული შტეკიც დაიღუპა, რომელმაც თავისი უსწრაფესი ასვლებით „შვეიცარიელი მანქანის“ სახელი დაიმკვიდრა.

 ამასთან სეზონის დაწყებიდან ევერესტი წარმატებით დალაშქრა სამხრეთის მხრიდან 382-მა და ტიბეტის მხრიდან მომავალმა 120-მა ალპინისტმა.

 სიკვდილიანობის მხრივ რეკორდული 2015 წელი იყო. მაშინ ზვავის გამო 24 ადამიანი დაიღუპა.

სულ ევერესტის დალაშქვრა 4 ათასზე მეტმა ადამიანმა სცადა. მათგან 200-ზე მეტი დაიღუპა.