მნიშვნელოვანი სიახლეები
შაჰ ჩერაღი და სარკეებიანი გუმბათი (+ვიდეო)

შაჰ ჩერაღი და სარკეებიანი გუმბათი (+ვიდეო)

შაჰ ჩერაღი არის რელიგიური ნაგებობა შირაზში, რომელიც გახლავთ ფარსის პროვინციის დედაქალაქი სამხრეთ ირანში. მისი აგების ისტორიამ და სილამაზემ ის ქვეყანაში მუსლიმ პილიგრიმთა საყვარელ ადგილად აქცია. ამ ორი ბრწყინვალე ელემენტის გაერთიანებით არაა გასაკვირი, რომ ის სინათლის მეფედ იწოდება.

მონუმენტი წარმოადგენს ამირ აჰმად და მირ მუჰამედის სამარხებს, მე-7 იმამის ვაჟები და მე-8 იმამის იმამ რეზას ძმები. მართალია მავზოლეუმი თავდაპირველად მე-12 საუკუნეში აშენდა, მაგრამ დღევანდელი შენობა მოდის შემდგომი პერიოდიდან. შაჰ ჩერაღი ირანში რიგით მესამე პილიგრიმთა საყვარელი ადგილია, რომელსაც ხშირად ნახულობენ.

მოულოდნელი აღმოჩენა სასაფლაოზე

სახელი შაჰ ჩერაღი ნიშნავს „სინათლის მეფე“. ტრადიციული გადმოცემის მიხედვით ეს ადგილი აითულაჰ დასტგაიბის ნაპოვნია, რომელიც დღევანდელი შენობის ადგილს მუდამ უცნაურ სინათლეს ხედავდა. როცა მივიდა სანახავად, აღმოჩნდა, რომ სინათლე მოდიოდა სასაფლაოს ერთი საფლავიდან. მან ამოთხარა საფლავი და იპოვა აბჯრიანი სხეული. გარდაცვლილს ბეჭედი ეკეთა, სადაც ეწერა ალ-იზატუ აილაჰ, აჰმად ბინ მუსა, რაც ნიშნავს „სიამაყე ღმერთისაა, აჰმად მუსას ვაჟი“. ამრიგად იქ გარდაცვლილი აჰმადის საფლავი აღმოჩნდა.

ამირ აჰმადი მე-9 საუკუნეში ცხოვრობდა და იმამ რეზა-ს 17 ძმიდან ერთ-ერთი იყო. 835 წელს აჰმადი ქალაქ შირაზში მივიდა, რადგან შიიტები სუნიტ აბასიდ ხალიფას გაურბოდნენ. აჰმადი სავარაუდოდ ამ ქალაქში მოკლეს და ამგვარად აქვე დამარხეს. თუმცა მეჩეთი მე-12 საუკუნეში ააშენეს.

მონუმენტის აღდგენა და გაზრდა

დედოფალ თაშ ხათუნის დროს მე-14 საუკუნეში მონუმენტმა დიდი ცვლილებები განიცადა. 1344 და 1349 წლებს შორის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა და გააფართოვეს კიდეც. შემდგომ ნაგებობას თავად დედოფლის სამარხი დაემატა.

მე-16 საუკუნეში უფრო მეტი ცვლილებები ჩატარდა. 1588 წელს მაგალითად მიწისძვრამ დააზიანა შენობა, რის გამოც კიდევ ერთხელ განახლდა. ამ ცვლილებებმა შემდგომაც გასტანა. მაგალითად 1827 წელს ქაჯარის მმართველმა ფაზ ალი შაჰ ქაჯარმა სამარხი ორნამენტებით მორთო. 1958 წელს თავდაპირველი გუმბათი მოხსნეს, რადგან მასზე მრავალი ბზარი იყო. ის რკინის ფორმისათი ჩაანაცვლეს, რომელსაც ორიგინალის ფორმა ჰქონდა. ის პირვანდელზე უფრო მსუბუქი არის და ვარაუდობენ, რომ უფრო დიდხანს გაძლებს, ვიდრე წინა.

გარდა იმისა, რომ იქ ორი ცნობილი ძმა მარხია, ნაგებობა სახელგანთქმულია თავისი შუშის მორთულობებით. როგორც ავღნიშნეთ მე-14 საუკუნეში დედოფლის ბრძანებით მისი განახლება მოხვდა. სწორედ ამ დროს მისი შიდა კედლები ფერადი შუშებით იქნა მორთული.

ეს ფერადი შუშები ინტერიერს გასაოცარ ბრწყინვალებას მატებს, რითაც შენობა კიდევ ერთხელ ამართლებს თავის სახელს „სინათლის მეფე“.