მნიშვნელოვანი სიახლეები
შეუძლია თუ არა კაშალოტს ტყავი „გადაიძროს“?

შეუძლია თუ არა კაშალოტს ტყავი „გადაიძროს“?

სურათის მარცხენა მხარეს საგანი ოკეანეში მოცურავე პოლიეთილენის ნაკუწს წააგავს, მაგრამ სინამდვილეში იგი უფრო უცნაური რამ არის: კაშალოტის გამჭვირვალე ტყავი, რომელსაც იგი ტანზე იფხიკავს.

ტყავის ამგვარი განახლება კაშალოტების მასობრივი  შეხვედრებისას ხდება. კაშალოტების უამრავი რაოდენობა ურთიერთობისათვის ერთად იყრის თავს. ყველაფერთან ერთად ისინი ერთმანეთს ეხახუნებიან და ამგვარად „ტყავს“ იძრობენ. ამგვარი შეხვედრების დროს ისინი ტყავის დიდ ფართს იშორებენ და ასევე დიდი რაოდენობით ფეკალიებს გამოყოფენ. სწორედ ამიტომ არის წყალი ტყავის ქვეშ ამღვრეული.

 „ტყავის მოშორება ეს ბუნებრივი ანტიპარაზიტული მექანიზმის ნაწილია, რომელიც კაშალოტს ტყავზე არსებული პარაზიტების მოშორების შესაძლებლობას აძლევს“, - ამბობს ლიუკ რენდელი, სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის საზღვაო ბიოლოგი.

მისი თქმით კაშალოტები მცირე ჯგუფებად ცხოვრობენ, 6-დან 12 ინდივიდამდე, მაგრამ ამგვარ შეკრებებზე, რომელიც ტონი ვუს ფოტოზეა აღბეჭდილი შეიძლება 70-მდე კაშალოტმა მოიყაროს თავი. ისინი ასე ერთად ცურავენ რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე.