მნიშვნელოვანი სიახლეები
შვეიცარიაში ათობით ათასი ევრო უნიტაზში ჩაუშვეს

შვეიცარიაში ათობით ათასი ევრო უნიტაზში ჩაუშვეს

შვეიცარიის პროკურატურამ მას შემდეგ დაიწყო გამოძიება, რაც ჟენევაში ათობით ათასი ევრო უნიტაზში ჩაუშვეს.

 500 ევროიანი კუპიურები ჟენევაში ბანკ UBS-ის და სამი მიმდებარე რესტორნის უნიტაზებში აღმოჩნდა.

ბანკნოტების უმრავლესობა მაკრატლით აღმოჩნდა დაჭრილი. ეს ფაქტი რამდენიმე თვის წინათ მოხდა, მაგრამ ამის შესახებ საზოგადოებამ მხოლოდ ახლახანს შეიტყო.

როგორც აცხადებენ მილების გასაწმენდად რამდენიმე  ათასი შვეიცარიული ფრანკი დაიხარჯა.

ევროკავშირის ხელისუფლება უახლოეს ხანში 500 ევროს ნომინალის ბანკნოტების ბრუნვიდან ამოღებას აპირებს, ვინაიდან მას ძირითადათ უკანონო ოპერაციებისას იყენებენ.

კუპიურები ბრუნვიდან მთლიანად 2018 წლისათვის უნდა ამოიღონ.

ფულადი ნიშნების დაზიანება ანდა განადგურება შვეიცარიაში დანაშაულად არ ითვლება, მაგრამ ადგილობრივი პროკურატურა ამ ინციდენტის გამოძიებას მაინც აპირებს.