მნიშვნელოვანი სიახლეები
შვეიცარიაში ჰაერიდან ნახშირორჟანგის მიმღები ქარხანა ააგეს (+ვიდეო)

შვეიცარიაში ჰაერიდან ნახშირორჟანგის მიმღები ქარხანა ააგეს (+ვიდეო)

ციურიჰის ახლოს მსოფლიოში პირველი ნახშირორჯანგის მწარმოებელი ქარხანა გაუშვეს, რომელიც ამ აირს პირდაპირ ჰაერიდან  „გამოიწოვს“. Climeworks AG -ის საწარმო წელიწადში 900 ტონა ნახშირორჯანგს აწარმოებს. ეს დაახლოებით 200 ავტომობილის გამონაბოლქვს შეადგენს.

ნახშირორჟანგი  საწარმოოს ფილტრებზე ილექება და მიწისქვეშა მილსადენებით სათბურებისკენ მიედინება. ეს მიღებული ნაერთის ერთადერთი გამოყენება არაა. კერძოდ ნახშირორჟანგით კვების მრეწველობაც შეიძლება დაინტერესდეს, მაგალითად გაზიანი სასმელების წარმოებისას. არის კიდევ ერთი ეფექტი - სათბურის აირის შემცირება. მაგრამ ეს ბოლო პუნქტი მეცნიერებში ორმაგ აზრს აყალიბებ, ისევე როგორც მსგავსი საწარმოების რენტაბელობა. ამ შემთხვევაში Climeworks AG-ს ფინანსურ შემწეობას შვეიცარიის ენერგეტიკის ფედერალურისამმართველო უწევს.