მნიშვნელოვანი სიახლეები
სიერა-ლეონეში პასტორმა ძალიან დიდი ალმასი იპოვა (+ვიდეო)

სიერა-ლეონეში პასტორმა ძალიან დიდი ალმასი იპოვა (+ვიდეო)

სიერა-ლეონეს აღმოსავლეთში, კონოს რაიონში ქრისტიანმა პასტორმა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ალმასი იპოვა.

ემანუელ მომოხოს მიერ ნაპოვნი ძვირფასი ქვა 709 კარატს იწონის. იგი ამჟამად სიერა-ლეონეს დედაქალაქ ფრიტაუნის ცენტრალურ ბანკში ინახება.

ეს ძვირფასი ქვა კაცობრიობისათვის ცნობილი უდიდესი ალმასების ოცეულში შედის.

სიერა-ლეონეს ალმასებით მდიდარ რაიონში კუსტური მოპოვებაა გავრცელებული.

ეს ქვა სიერა-ლეონეში ბოლო 45 წლის მანძილზე მოპოვებული ყველაზე დიდი ალმასია. აქამდე უდიდესად ითვლებოდა 1972 წელს ნაპოვნი 969 კარატიანი ალმასი, რომელსაც სახელად „სიერა-ლეონეს ვარსკვლავი“ ეწოდა.

პასტორის მიერ ნაპოვნი ალმასი ოთხშაბათ საღამოს ქვეყნის პრეზიდენტ ერნესტ ბაი კორომას მიუტანეს. ქვეყნის მეთაურმა „ადგილობრივ ხელმძღვანელობას და მის ხალხს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ ალმასი ქვეყნიდან არ გაიტანეს“, ვინაიდან ალმასმა „მთელ ქვეყანას უნდა მოუტანოს სარგებელი“.

 სიერა-ლეონე მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა, მაგრამ სამაგიეროდ მდიდარია ალმასებით. ძვირფასი ქვები იქ მიმდინარე სამოქალაქო ომის დაფინანსების  ერთ-ერთი წყაროა.

 2012 წელს გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ლიბერიის ყოფილ პრეზიდენტს ჩარლზ ტეილორს სიერა-ლეონეს საქმეზე 50 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ჰააგის სასამართლომ მას ბრალად 1991-2002 წლებში სიერა-ლეონეს რევოლუციური გაერთიანებული ფრონტის ამბოხებულთა მხარდაჭერა წაუყენა.

ბრალდების ვერსიით  მხარდაჭერის სანაცვლოდ ამბოხებულები ტეილორს და მის გარემოცვას ალმასებით ამარაგებდა, რომელსაც მათი წარმომავლობის გამო პრესაში „სისხლიანებს“ უწოდებდნენ.