მნიშვნელოვანი სიახლეები
სიკვდილის საათის რეკვა: პრაღის გასაოცარი შუა საუკუნეების ასტრონომიული საათი (+ვიდეო)

სიკვდილის საათის რეკვა: პრაღის გასაოცარი შუა საუკუნეების ასტრონომიული საათი (+ვიდეო)

შუა საუკუნეების ტექნოლოგიური მიღწევები ხშირად არ არის სათანადოდ აღიარებული. მექანიკური ტექნოლოგიები, როგორიცაა საათები და წყლის წისქვილები იმ პერიოდისას სწრაფად ვითარდებოდნენ. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ასტრონომიული საათი ქალაქ პრაღის ძველ ქალაქში, ჩეხეთის რესპუბლიკაში. საათი დაყენდა 1410 წელს და შეიცავს ციბერბლატებს, რომლებიც მზის და მთავარის მოძრაობას აღნიშნავს მთელი წლის განმავლობაში. მასში ასევე შედის ალეგორიული პერსონაჟებისა და თორმეტი მოციქულის მოძრავი ფიგურები/ქანდაკებები.

ლეგენდა და სიმართლე საათის შექმნაზე

ნაკლებ სარწმუნო ლეგენდის მიხედვით საათი მე-15 საუკუნეში მესაათემ სახელად ჰანუსმა ააშენა. ჰანუსმა საათი დაამზადა, მაგრამ უარი განაცხადა ქალაქის გამგებლებისთვის ეთქვა მისი დამზადების საიდუმლო. ქალაქის მთავრებმა აღმოაჩინეს, რომ ის სხვისთვის უფრო უკეთესი საათის დამზადებას აპირებდა, რაზეც გაბრაზდნენ და დააბრმავეს, რათა თავისი ახალი ნამუშევარი არ შეექმნა. ჰანუსმა შურისძიებისთვის გააფუჭა საათი და მხოლოდ ასი წლის შემდეგ შეძლეს მისი შეკეთება.

მაგრამ საათის ნამდვილი ისტორია 1960-იან წლებში დაადგინეს. საათი 1410 წელს იყო დამზადებული მესაათე მიკულას კადანელისგან, რომელიც ასტრონომერ და პროფესორ იან სინდელთან თანამშრომლობდა. რადგან მუშაობა დიდხანს გაგრძელდა, მისი დამთავრება მე-16 საუკუნეში შეძლეს, რომელიც შემდგომ იან ტაბორსკიმ გააუმჯობესა. საათი 1945 წელს დაზიანდა როცა ნაცისტები პრაღას ტოვებდნენ. რის გამოც ის ისევ აღადგინეს. ამ აღდგენისას საათი ძველი ჩეხური დროიდან ახალ ცენტრალური ევროპის დროზე გადაიყვანეს.

საათის ციბერბლატები და ქანდაკებები

დღევანდელი საათი ორი მთავარი ციბერბლატისგან შედეგბა, ერთია ასტრონომიული და მეორეა კალენდრული ციბერბლატი მის ქვეშ. ასტრონომიულს ზოდიაქოს ნიშნები აქვს ზედ გამოსახული, ციფრები კი ძველ შუასაუკუნეების მეთოდით არის გამოსახული. ასევე ისრებზე გვხდება მზისა და მთვარის სიმბოლოები.

წრეები, რომლებიც ქვედა ციბერბლატზეა გამოსახული გეოცენტრიული წარმოდგენის მიხედვით დამზადდა. ლურჯი წრე განასახიერებს დედამიწას , ხოლო გარე წრეები კი პრაღის ზეცას. ზედა ლურჯი ნაწილი წრეში წარმოადგენს ცას ჰორიზონტის ზემოთ და ქვედა შავი ნაწილი კი ცას ჰორიზონტის ქვეშ. მზე ჰორიზონტს ზევითაა, როცა ის ლურჯ ნაწილშია და ჰორიზონტს ქვეშ, როცა შავ ნაწილში ხვდება.

საათს გარშემო რამოდენიმე პატარა ქანდაკება ახლავს. ისინი განასახიერებენ ალეგორიულ პერსონაჟებს, როგორიცაა გაპიროვნებული ამაოება, სიხარბე, ვნება და სიკვდილი. ეს ფიგურები საათის ზარზე რეკავენ და თითოეული საათის გასვლას ახსენებენ ხალხს. საათის ზემოთ კი არის თორმეტი მოციქულის ფიგურა. თითოეული მათგანი ერთმანეთს ენაცვლება ყოველ საათში და ფანჯარაში იხედებიან. აქვეა ასევე ფილოსოფოსის, ჟამთაამღწერის, ასტორონომის და ანგელოზის ქანდაკებებიც.

გეოცენტრული წარმოდგენა

საათი 130 წლით ადრე შეიქმნა სანამ ნიკოლას კოპერნიკი შეცვლიდა ადამიანთა წარმოდგენას სამყაროზე. თუმცა, საათი თავისი დროის მაღალ სამეცნიერო შეხედულებებს წარმოადგენს. საათი წარმოაჩენს მზის მოძრაობას - სადაც მზე სხვადასხვა დაშორებითაა დედამიწიდან სხვადასხვა ზოდიაქოს მოახლოებასთან ერთად.

გასაოცარი მექანიკა

აღსანიშნავია საათის გასაოცარი მექანიკა. ყოველ ჯერზე როცა ერთი ფიგურა საათს რეკს დანარჩენები თავს ამოძრავებენ, რითაც მიანიშნებენ, რომ მათი წასვლის დრო ჯერ არ დამდგარა.

ასევე თორმეტი მოციქულის ქანდაკება ფანჯრებში იხედებიან და ერთმანეთს ენაცვლებიან. შეიძლება ითქვას ეს მოძრავი ფიგურები პირველი რობოტები არიან.

ზოგადად მიიჩნევა, რომ შუა საუკუნეებში განათლება უნივერსიტეტებისა და მონასტრების საზღვრებს მიღმა არ გადიოდა, მაგრამ ეს საათი ამტკიცებს, რომ ტექნოლოგიური მიღწევები შუა საუკუნეებისას ფრიად შესამჩნევი იყო და ის ხალხის ცხოვრების ნაწილი იყო.