მნიშვნელოვანი სიახლეები
სმენა ეს ილუზიაა: რაც არ გვესმის იმას ტვინი ავსებს

სმენა ეს ილუზიაა: რაც არ გვესმის იმას ტვინი ავსებს

ხმაური ახლა ყველაგანაა, ეს ნორმალურია. ტვინს მაინც შეუძლია საუბრის გაგრძელება მაშინაც კი, როცა რეპლიკები სრულად არ გესმით. ტვინი წინასწარ ხვდება თუ რა უნდა გაიგოთ და ავსებს სიცარიელეს.

„ჩვენი ტვინი ისეთნაირად განვითარდა, რომ იგი რეალურ სამყაროში არსებულ დაბრკოლებებს ადვილად ლახავს“, - ამბობს მეთიუ ლეონარდი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.

 მეცნიერებმა ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან იცოდნენ, რომ ტვინი საუბრის გაუგებარ ნაწყვეტებს ავსებდა, მაგრამ როგორ აკეთებდა ამას (ამ ფენომენს პერცეპციონური რეკონსტრუქცია ეწოდება) არავინ იცოდა. ფენომენის შესასწავლად  ლეონარდმა მოხალისეებს მოასმენინა სიტყვები, რომლებიც ნაწილობრივ ჩახშული ანდა უბრალოდ გაუგებარი იყო.

ექსპერიმენტის მონაწილე ადამიანებს ეპილეფსიის მონიტორინგისათვის ასამდე ელექტროდი ჰქონდათ ჩადგმული. ეს ელექტროდები შეტევებს აფიქსირებდნენ, მაგრამ მათ თავის ტვინის სხვა აქტიურობის დაფიქსირებაც შეეძლოთ.

მოხალისეებს მოასმენინეს სიტყვა  რომელიც შეიძლება ყოფილიყო ან «faster» (სწრაფი) ანდა «factor» (ფაქტორი), ვინაიდან შუაში ბგერა ჩახშობილი იყო. ელექტროდების მონაცემების მიხედვით ტვინი ისე მოქმედებდა, თითქოს  ესმოდა ბგერა „ს“ ანდა „კ“. როგორც აღმოჩნდა ტვინის ნაწილი სახელად შუბლის ქვედა ნაოჭი, წინასწარ საზღვრავს თუ რა შეიძლებ ამოისმინოს ადამიანმა და ამას ორიმეათედი წამით ადრე აკეთებს, ვიდრე საფეთქლის ნაოჭი, რომელიც ბგერის დამუშავებაზეა პასუხისმგებელი.

 ერთი შეხედვით ამგვარი წინასწარმეტყველება საკმაოდ ჭკვიანურად გამოიყენება, მაგრამ მეცნიერთა დასკვნით მისი ეფექტურობა შეზღუდულია. ტვინი როგორც ჩანს არ იყენებს საუბრის კონტექსტს, რათა თავისი წინასწამეტყველების სიზუსტე გაზარდოს. როცა მოხალისეებს წინასწარ ეუბნებოდნენ ფრაზას, მაგალითად „მე ვატარებს ავტომობილს“, მათ ნაწილს მაინც ესმოდათ სიტყვა «factor»-ი და არა კონტექსტთან უფრო ახლოს მდგომი «faster» (სწრაფად).