მნიშვნელოვანი სიახლეები
სოფელი რომელსაც 20 მილიონ გირვანქად აფასებდნენ -  გაიყიდა

სოფელი რომელსაც 20 მილიონ გირვანქად აფასებდნენ - გაიყიდა

ინგლისური სოფელი უესტ ჰესლერტონი, რომელიც ნორტ-იორკშირის საგრაფოში მდებარეობს და 2016 წელს 20 მილიონ გირვანქად (26 მილიონი დოლარი) გაიტანეს აუქციონზე გასაყიდად, გაიყიდა.

სოფელში 43 სახლია. ამას გარდა მემამულის დიდი, 21 ოთახიანი  სასახლე და 2116 აკრი მიწა არის.

150 წლის განმავლობაში სოფელს ერთი და იგივე ოჯახი ფლობდა. დასახლებული პუნქტი გასაყიდად მას შემდეგ გამოიტანეს, რაც 2010 წელს ბოლო მფლობელი, 84 წლის ივ დაუენი გარდაიცვალა. მისმა მემკვიდრეებმა გადაწყვიტეს ქონება გაეყიდათ.

სოფლის ახალი მფლობელი ბრიტანული საინვესტიციო კომპანია Albanwise გახდა. ფასი რომელიც ამ კომპანიამ სოფელში გადაიხადა არ სახელდება.

როდესაც სოფელი გასაყიდად გამოიტანეს, მისმა მცხოვრებლებმა ეს ეპოქის დასასრულად გამოაცხადეს.

 ივ დოუენმა სოფელი მემკვიდრეობით  XX საუკუნის 60-იან წლებში თავისი მამისგან მიიღო. იგი წლების განმავლობაში საცხოვრებლის არენდატორებისათვის ფასს დაბალ დონეზე ინარჩუნებდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის თქმით სოფლის განვითარებას ხელს უწყობდა.

სოფელი ყოველწლიურად 388 ათასი გირვანქა სტერლინგ შემოსავალს იძლევა.