მნიშვნელოვანი სიახლეები
SpaceX-მა ორბიტაზე სამხედრო თანამგზავრი პირველად გაუშვა

SpaceX-მა ორბიტაზე სამხედრო თანამგზავრი პირველად გაუშვა

ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა აშშ-ს სადაზვერვო სამმართველოს დაკვეთით ორბიტაზე თანამგზავრი სახელად NROL-76 გაუშვა.

ამგვარად კომპანიამ პირველად შეასრულა სამხედრო დაკვეთა. რაკეტის პირველი საფეხური მიწაზე წარმატებით დაეშვა. თანამგზავრი ორბიტაზე რაკეტა მატარებელმა Falcon 9-მ გაიყვანა.

თავდაპირველად ფრენა კვირას უნდა შემდგარიყო, მაგრამ ბოლო მომენტში რაკეტის გადამწოდების გამო იგი გადაიტანეს.

კომპანიამ არ დააზუსტა თუ რა სახის ტვირთი გაიყვანეს ორბიტაზე. მათი თქმით ინფორმაცია საიდუმლოა.

ფრენის შემკვეთი სამხედრო დაზვერვის სამმართველო ჯაშუში-თანამგზავრების ოპერატორს წარმოადგენს.